Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭისა და ლეჩხუმის ვენახები კადასტრირებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ვენახების კადასტრირება

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლებმა პროფესიულ საზოგადოებას, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს ვენახების კადასტრის სისტემის კონცეფცია წარუდგინეს. 

კონცეფცია შემუშავებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და GIZ-ის ზემოთ აღნიშნული პროგრამის წარმომადგენელთა მიერ. დოკუმენტი აერთიანებს კადასტრის სისტემის მიზნებს, საკანონმდებლო ჩარჩოს, ტერმინოლოგიურ დეფიცინიებს, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების როლს, სისტემის აღწერას, მონაცემთა შეგროვებისა და განახლების წესებსა და სხვ. 

GIZ კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა სამხრეთ კავკასიაში ღვინის სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს უძღვება. მათ შორის, ერთ-ერთია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა საქართველოს ვენახების საკადასტრო სისტემის განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ექსპერტმა, ანა ლუჟმა შეისწავლა საპილოტე პროექტები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ აისახა მეორე საპილოტე პროექტში - ყვარელი. 

საქართველოს ვენახების კადასტრის საპილოტე პროექტი საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კადასტრირებულია რაჭაში 572 ჰა (5 490 ნაკვეთი), ლეჩხუმში კი - 233 ჰა (2 871 ნაკვეთი) ვენახი. მიმდინარე წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს კახეთის რეგიონში ყვარლის მუნიციპალიტეტის ვენახების კადასტრირება. 

პროექტის მიზანია საქართველოში ღვინის რაოდენობრივი და ხარისხობრივი განვითარება, ქართული ღვინის კონკურენტულობის ზრდა მსოფლიოში, ღვინისა და ყურძნის მენეჯმენტის გაუმჯობესება. ვენახების კადასტრი ყურძნისა და ღვინის პროდუქციის მონიტორინგის, კონტროლისა და მიკვლევადობის საუკეთესო ინსტრუმენტია. 

კონცეფციის თანახმად, ბაზაში შეგროვილი უნდა იყოს ინფორმაცია ღვინის სექტორის აქტორებისა (მწარმოებლები, მევენახეები) და მათი აქტივობების შესახებ. გეოინფორმაციულ სისტემებში ასახული იქნება ვენახების ზუსტი მდებარეობება, მათი აგრონომიული აღწერა, კერძოდ, ვენახის ფართობი, ჯიშური შემადგენლობა, განაშენიანების თარიღი და სხვ. საინფორმაციო ბაზები საუკეთესო წყარო იქნება ცალკეული ვენახების ანალიზისა და პოტენციის შეფასებისათვის, ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონების იდენტიფიცირებისათვის. 

შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებები, კერძოდ, ესპანეთისა და პორტუგალიის პრაქტიკები. გარდა ამისა, კონცეფციის ერთ-ერთი საყრდენი ჩარჩოა ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობები. 

შეხვედრაზე ვენახების კადასტრის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა, კადასტრის კონცეფცია კი წარადგინეს დარგის ექსპერტებმა - ანა ლუჟმა და დავით მაღრაძემ. ღონისძიებას, მოხსენებითი ნაწილის გარდა, ახლდა საქმიანი დისკუსია, მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ „მარანის“ სხვა სტატია ვენახების კადასტრის პროექტის შესახებ 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული