Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი წინანდალში

კახეთში, სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის“ საკოლექციო ვენახში, სადაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი, რთველი გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და უცხოელმა ტურისტებმა მიიღეს.

საკოლექციო ნაკვეთების არსებობა მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს და ქართული მეღვინეობის კულტურასა და ისტორიას. "ეს რთველი, რომელსაც უამრავი უცხოელი დაესწრო, არის მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული მეღვინეობის  შესახებ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და გამორჩეული ტრადიცია“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კომპანია ‘შუმის“ საკოლექციო ვენახის გაშენება 2004 წლიდან დაიწყო და მასში წარმოდგენილია ვაზის 400-ზე მეტი  სხვადასხვა ჯიში საქართველოს ყველა კუთხიდან.

„წარმოდგენილი ვაზის ჯიშები იძლევა საშუალებას ჩვენს სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქართული მევენახეობის განვითარების მრავალათასწლოვანი ისტორიის შესახებ. ვაზის ჯიშების მოძიება დავიწყეთ კახეთში, შემდეგ ქართლში და დასავლეთ საქართველოში - აჭარაში, რაჭაში, გურიაში. ახლახან აქ მესხური ტერასაც მოეწყო, სადაც გაშენდა მესხური ვაზის ჯიშები. ეს პროცესი დასრულებული არ არის და იმედი გვაქვს, რომ საკოლექციო ნაკვეთი კიდევ შეივსება“ - აღნიშნა კომპანია შუმის დირექტორმა, აკაკი ცოფურაშვილმა.

ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ უცხოელი სტუმრებისთვის  ქართული ღვინის კულტურის, სამზარეულოსა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო ტური მოეწყო. სტუმრები დაესწრნენ თონეში პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ქვევრის გახსნას და კომპანიის მუზეუმიც დათვალიერეს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული