Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2009 – გლეხები ისევ ყურძნის ფასის სიმცირეს უჩივიან

ხათუნა გოგაშვილი
 
5 სექტემბრიდან ქარხნებში რქაწითლის ჯიშის ყურძნის ჩაბარება დაიწყო. ამ დროისათვის რეგიონში ჯერ მხოლოდ 3 ღვინის ქარხანა მუშაობს. ესენია წნორის, გურჯაანის და ზეგაანის ქარხნები. მევენახეები ამბობენ, რომ ჩაბარების პრობლემა ჯერჯერობით არ არსებობს. ისინი უკმაყოფილებას ამ ეტაპზე მოკრეფილი მოსავლის საფასურზე გამოთქვამენ.
ერთ კილოგრამ რქაწითელში ქარხანა გლეხებს 30 თეთრს გადაუხდის. ამ თანხას კილოგრამზე თხუთმეტი თეთრიც დაემატება. როგორც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვინც წელს ყურძნის ჩაბარებას ქარხანაში გადაწყვეტს, მთავრობისაგან დამატებით თეთრ ყურძენზე 15 თეთრს, ხოლო წითელზე 25 თეთრს მიიღებს. მევენახეები ამბობენ, რომ ეს თანხა მიღებული მოსავლის თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს.
მევენახეების პრეტენზიები უკვირს კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს:
"ვერ ვიტყვი, რომ წელს რა ფასიც აქვს, თვითღირებულებას ვერ ანაზღაურებს. ელემენტარული არითმეტიკაა და ყველამ ვიცით, ვენახი რა არის. შეიძლება ეს იდეალური ფასი არაა, რაც გლეხმა უნდა მიიღოს, მაგრამ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სახელმწიფო პირდაპირ სუბსიდიას აძლევს გლეხებს. ეს არსად არ ხდება. მიუხედავად იმისა, ჩვენ რაც გადავიტანეთ შარშან, ომის სახით, და ასევე მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენ დახმარება გავუწიოთ, შეიძლება იდეალური ფასი არაა, მაგრამ თვითღირებულებას ნამდვილად ანაზღაურებს "
აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი და აღნიშნავს, რომ წელს კახეთში მევენახეებს პრობლემები აღარ შეექმნებათ.
თუმცა საპირისპიროს ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის კახეთის რეგიონალურ ოფისში:
"მაშინ, როცა პოლიცია აპირებს,სადაც რთველია, 24 საათიან საგანგებო რეჟიმში გადასვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ არის პრობლემები. შარშან ნაცნობ-მეგობრობით აბარებდნენ ურიგოდ გარკვეული მევენახეები და ბევრი მათგანი, ვისაც ნაცნობი და მეგობარი არ ჰყავდა მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, მთელი დღეების განმავლობაში - ხშირად ერთი კვირის განმავლობაშიც კი - იდგნენ რიგებში და უშედეგოდ ელოდნენ, როდის დაუძახებდნენ მას ყურძნის მიღებაზე. გლეხები ზარალდებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც იძულებული გახდნენ გლეხები წაეღოთ და სახლში დაეწურათ. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით წელს ვაპირებთ მონიტორინგის განხორციელებას.
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში 15 სექტემბრიდან შევა და გვიან შემოდგომამდე გაგრძელდება.

რადიო "ჰერეტი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული