Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

"რთველი 2009"–ის შტაბის გახსნა გადაიდო

“რთველი 2009”-ის შტაბის გახსნა, რომელიც გურჯაანში 5 სექტემბერს იგეგმებოდა, მომდევნო კვირისთვის გადაიდო - ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.
რთველი კახეთში არაოფიციალურად უკვე მიმდინარეობს, თუმცა აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ რთველი 10 სექტემბრამდე გააქტიურდება.
ამ დროისათვის კახეთში  ჯერ მხოლოდ ერთი ღვინის ქარხანა, წნორში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ მევენახეთა და მეღვინეთა დასახმარებლად სპეციალური ვებ-გვერდის ამუშავება ამ დრომდე არ მომხდარა. გუბერნატორის მოადგილე კახეთში გიორგი სიბაშვილი აცხადებს, რომ ვებ-გვერდი 5 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდება.
 
რადიო "ჰერეთი"

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული