Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვეყანა, სადაც ბოთლი ლუდის თანხას 5 წუთში გამოიმუშავებენ

სპეციალური კვლევის შედეგად გამოვლინდა ქვეყანა, სადაც ლუდის თანხის გამომუშავებისთვის 5-წუთიანი მუშაობაა საჭირო - ასეთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. იქ ადამიანს მხოლოდ 5 წუთის მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ ნახევარი ლიტრი ლუდისთვის სამყოფი თანხა გამოიმუშავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 საათში 12-ქილიან ლუდის შეკვრას გამოიმუშავებს. ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან საშუალოდ მსოფლიოში მუშას ერთი საათის შრომის შედეგად 3 ბოთლი ლუდის სამყოფი თანხის გამომუშავება შეუძლია. ლუდის წარმატების თავისებური რეიტინგი შვეიცარიული ფინანსური კონგლომერატის UBS -ის დაკვეთით მომზადდა. რეიტინგი 2 ფაქტორს ეყრდნობა - საშუალოდ რამდენი ბოთლი ლუდის გამომუშავებაა შესაძლებელი ერთ საათში და რა ღირს 500 მლ ლუდი იმ კონკრეტულ ქვეყანაში. ამ რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატების წარმატება  მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა სახელფასო განაკვეთმა და ამასთან, ლუდის დაბალმა ფასმაც განაპირობა. აშშ-ში საშუალო ანაზღაურება საათში 22 დოლარს შეადგენს, 500 მლ ლუდი კი დაახლოებით 1.80 დოლარი ღირს. საპატიო სამეულში ამერიკის შემდეგ ჩეხეთი და გერმანია მოხვდნენ – ქვეყნები, რომლებსაც ლუდის დიდი ტრადიცია აქვთ. ათეულში არ მოხვდნენ ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და იაპონია. ნისლიან ალბიონზე ლუდი 3.65 დოლარი, ამომავალი მზის ქვეყანაში კი – 4.14 დოლარი ღირს. საინტერესოა, რომ ჩინეთმა ამ რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. ლუდი იქ ძალიან იაფი – დაახლოებით 55 ცენტი ღირს, ამ თანხის გამომუშავება კი 10-წუთიანი მუშაობით შეიძლება. საკმაოდ იაფია ლუდი ინდოეთშიც – ის საშუალოდ 1.40 დოლარი ღირს, მაგრამ ეს ქვეყანა რეიტინგის ბოლოში მოხვდა, რადგან ლუდისთვის საჭირო თანხის გამომუშავებისთვის რიგითმა ინდოელმა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული