Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული ღვინო” – სამოქმედო გეგმა 2020

რამდენიმე დღის წინ “ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” 2020 წლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, სადაც ბოლო წლის მიღწევებზეა საუბარი და 2020 წლის მთავარი მიმართულებებია დეტალურად მიმოხილული (ღონისძიებები, სტრატეგიული ბაზრები და ა.შ.).

სულ, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 75,608,054 ბოთლი ღვინო, რაც 194,945,504 აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტის ზრდაა ბაზრებზე: აშშ-51%, ჩინეთი - 12%, პოლონეთი - 16%, გერმანია - 34%. ბოთლის საშუალო ფასმა USD 2,57 $–ს მიაღწია. გაყიდვებიდან რუსეთზე კვლავინდებურად ძალზე დიდი, 56% მოდის, 17%–ს იკავებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, 11%–ს ევროკავშირის ქვეყნები და 16%–ს ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები. სტრატეგიულ ბაზრებზე ყველაზე მნიშვნელოვანი თანხობრივი ზრდა ჩინეთში აქვს ქართულ ღვინოს (61%), ასევე პოლონეთში (24%), აშშ–ში (10%), იაპონიაში (3%), დიდ ბრიტანეთში (2%). მაგ. ჩინეთში 2019 წლის 10 თვის მანძილზე 6,060,265 ბოთლი ღვინოა გაყიდული, პოლონეთში – 3,225,982, აშშ–ში – 603,762, იაპონიაში – 160,059, დიდ ბრიტანეთში – 106,855. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი აშშ–ში აქვს ქართულ ღვინოს (5,1 $), ასევე იაპონიაში (5,0 $).

ღვინის ეროვნული სააგენტო 2020 წელს ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას აშშ–ს ბაზრის მიმართულებით აპირებს. ამისთვის უკვე გამოყოფილია 2,272,000 ლარი, ასევე პრიორიტეტულ და სტრატეგიულ ბაზრებადაა მიჩნეული ჩინეთი (1,790,000 ლარიანი ბიუჯეტით), პოლონეთი (1,026,600), იაპონია (990,000), დიდი ბრიტანეთი (530,000), ბალტიისპირეთი (259,000). ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის კი სააგენტოს 620,000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული