Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო Blockchain-ზე - “კარდანოს ფონდი” ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლებს

კარდანოს ფონდი” შვეიცარული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დეცენტრალიზებული ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბლოკჩეინის კანონმდებლობისა და კომერციული სტანდარტების ჩამოყალიბებისთვის მუშაობს. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია 2008 წელს შეიქმნა. ის მონაცემთა ბაზაა და მასში ყველა ტრანზაქცია ინახება მონაცემებთან ერთად. ბლოკჩეინი საინფორმაციო პროცესების წარმართვის ინოვაციურ შესაძლებლობას იძლევა, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია სავაჭრო ოპერაციების დაჩქარება და განვითარება. 

Cardano Foundation-ის, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისის მეღვინეთა ასოციაციისა და Scantrust-ის თანამშრომლობით  ბლოკჩეინზე შემუშავდება მოქნილი და კვალიფიციური საჯარო მიწოდების სისტემა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამის მიზანია საქართველოს, როგორც პრემიუმ ღვინის მწარმოებლის რეპუტაციის გაძლიერება. 

Cardano Foundation Engineering-ის ვიცე-პრეზიდენტი მელ მაკკანი აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს გაამარტივებს: “კარდანოს ფონდი ამაყობს ამ ტექნიკური ინტეგრაციით. ეს თანამშრომლობა განავითარებს ბიუჯეტურ, ორიგინალურ, მოქნილ სეტიფიცირებულ სისტემასა და შემოქმედებით მიდგომას, რომელიც ღვინის საწარმოების მომხმარებელთან ურთიერთობას კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართავს." 

ეს შეთანხმება, რომლის სათავეშიც Cardano Foundation დგას, მხარს დაუჭერს ცალკეულ ღვინის საწარმოებს მასშტაბური პლატფორმის შემუშავებით, რომელიც ძალიან ეფექტურია მეღვინეებისთვის და მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას. 

ბოლნისის რეგიონში საპილოტე პროგრამა გაფართოვდება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებს. როგორც ვკითხულობთ, შემდეგ წელს ის წლევანდელი მოსავლის, 2023 წელს ჩამოსხმულ 100 000 ღვინოს მოიცავს. ბოთლებს სპეციალური ეტიკეტები ექნებათ უნიკალური და უსაფრთხო QR კოდებით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეამოწმოს პროდუქციის ავთენტურობა და გაიგოს ყველაფერი ღვინის ისტორიის, წარმოშობისა და გემოვნური თვისებების შესახებ.  გარდა ამისა, ღვინის ეროვნული საგენტო გამოიყენებს კარდანო ბლოკჩეინს, რათა შექმნას საჯარო, გადამოწმებადი ჩანაწერები საექსპორტო ბაზრებზე გამავალი ღვინოებისთვის.

ბოლნისის მეღვინეთა ასოციაციის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა განაცხადა: “ჩვენი მიზანია 10 წელიწადში ბოლნისში 12 მილიონიანი ბოთლი ღვინის წარმოება და ექსპორტირება. ამჟამად 200 000 ღვინოს ვაწარმოებთ, რომელიც საქართველოში, ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ჩინეთში გადის. ღვინის მიწოდების გაზრდისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბლოკჩეინზე ქართული ღვინის პლატფორმა”. 

ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ეს პარტნიორობა უცხოელ მომხმრებელს დაეხმარება დარწმუნდეს ქართული ღვინის უნაკლო წარმომავლობასა და ტექნოლოგიაში. სტატიას სრულად Cardano-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული