Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის მომავალი, ანუ ამერიკა რუსეთის ნაცვლად!

რუსეთის ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ბაზრის პრობლემატიკაზე საუბარი ძირითადად ერთი კუთხით ვითარდებოდა - რა ეშველება ქართულ ღვინოს? ექნება თუ არა მომავალი მას დასავლეთის ბაზარზე? ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი იყო. თუმცა 28 თებერვალს, ღვინის კლუბში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლადდაბრუნებული ქართლელი მეღვინის – იაგო ბიტარიშვილის ლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ ღვინოს უახლოეს მომავალში ამერიკელი ღვინის მოყვარულები არამხოლოდ სტატიებითა და წიგნებით, არამედ რეალურადაც გაეცნობიან ქართულ ღვინოს.

ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ, პროგრამა ”საბიტის” ფარგლებში, საქართველოდან, მოლდოვიდან, და უკრაინიდან ერთი თვის წინ, საუკეთესო მეღვინეები შეერთებულ შტატებში მიავლინა, სადაც მეღვინეებს ამერიკის ბაზარის სტრუქტურა და არსი გააცნეს.

როგორც საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში ღვინის კლუბის მიერ მოწვეულ საზოგადოებას, მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა განუმარტა, ამერიკის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბოლომდე გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხისა და ღირსების ღვინით, ღვინის ბიზნესით დაინტერესებული ამერიკელები მზად არიან, რომ მათ ბაზარზე უახლოეს მომავალში ქართული ღვინო შევიდეს.

დღეს ამერიკაში სამ მილიარდზე მეტი ყუთი ღვინო იყიდება. ღვინოს კი ამერიკელი ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლების მხოლოდ 20% სვამს. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რამდენად დიდ ღვინის ბაზარზე გასვლის შანსი მიეცა ქართულ ღვინოს. ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება.

საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების მიერ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეღვინეებს მომავლის იმედი მიეცათ. ზემოთხსენებული დოკუმენტის მიხედვით ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი წესით ბევრად უფრო მეტად უნდა გამარტივდეს.

მეღვინე იაგო ბიტარიშვილის განმარტებით, ქართულ ღვინოს ახლა უკვე აქვს იმის შანსი, რომ არამხოლოდ გავიდეს, არამედ საკუთარი კუთვნილი ადგილი დაიკავოს მთელს მსოფლიოში. 2012 წელი ქართული ღვინის ბიზნესისათვის შესაძლებელია გადამწყვეტიც კი გახდეს.

ამერიკელების მთავარი მოთხოვნა ხარისხის დაცვაა, რაც ქართული მეღვინეობისათვის მუდმივი პრობლემაა. იმედია სწორედ ეს წელი იქნება ქართული ღვინისა და ზოგადად მეღვინეობის რუსულიდან დასავლურ “რელსებზე” გადასვლის ისტორიული წელი. ახლა ამ სფეროში გასაკეთებელი მართლაც რომ ძალიან ბევრია!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.