Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტი 2022 წელს - შეჯამება

ქართული ღვინის ექსპორტი რომ ყოველწლიურად იზრდება, ეს უკვე ჩვენთვის ახალი არ არის, თუმცა, საინტერესოა გასული წლის შეჯამება და წინა წლებთან სხვაობების აღმოჩენა, რაც კიდევ უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას მოგვცემს. 

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებიდან ("საქსტატის") გასულ  წელს სულ 103 368 263 ლიტრის ექსპორტი მოხდა, ეს კი მთლიანობაში 252 მლნ. $-იანი და 2021 წელთან შედარებით მოცულობის 28%-იანი ზრდაა. 

სამწუხაროდ, რუსეთში ექსპორტი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 50%-ით. (თუ კი 2021 წელს 47 მილიონი ლიტრი იყო, 2022-ში ეს რიცხვი 71 მილიონამდეა). მეორე ადგილასაა პოლონეთი, სადაც მთელი წლის განმავლობაში 6 623 266 ათასი ლიტრი ღვინო გაიგზავნა. უკრაინაში, ცხადია, ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნა, რომ ომის პირობებშიც კი ის ქართული ღვინის იმპორტიორთა მესამე ადგილს იკავებს. ექსპორტი შემცირდა ჩინეთშიც (4 367 000 -დან  3 841 000- მდე), თუმცა ყაზახეთში 19%-ითაა გაზრდილი გატანილი ღვინოების რაოდენობა, რაც 3 700 000-მდე ლიტრ ღვინოს ნიშნავს. უკრაინისა და ჩინეთის მსგავსად ექსპორტი შემცირდა ბელარუსიაში 18%-ით. აშშ-ში ექსპორტის  28%-იანი ზრდაა, წელს 993 533 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, შარშან კი 776 922, რაც აგრეთვე თანხობრივად 7%-იან მატებასაც მოიცავს. შემდეგ ადგილასაა ლატვია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელთან შედარებით 20%-ით მეტი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული (1 588 597), 182 000 $-იანი კლებაა. 

ექსპორტირებული ღვინის შესამჩნევი ზრდაა თურქეთში (68% და 140 020 ლიტრი) და ტაჯიკეთში, სადაც 2021 წელთან შედარებით 88%-ით მეტია გაგზავნილი, რაც 106 500 ლიტრს გულისხმობს. მკვეთრ ზრდას ვხედავთ სომხეთშიც (127% და 52 633ლ.). ამ ქვეყნებს შორისაა დანიაც, სადაც  მთელი წლის განმავლობაში 30 500-მდე ღვინო გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 42%-იან ზრდას ნიშნავს. სლოვაკეთში, ფაქტობრივად, სამჯერაა გაზრდილი ექსპორტირებული ღვინოების რაოდენობა (11 000-მდე 3000-დან), თითქმის იგივე რაოდენობრივ სხვაობას ვხედავთ რუმინეთშიც, რაც აგრეთვე 46 000 $-იან ზრდასაც ნიშნავს. საბერძნეთში, მიუხედავად იმისა, რომ 106%-ით მეტი რაოდენობაა გაგზავნილი, თანხობრივად სხვაობა სულაც არაა. კენიასა და პორტუგალიაშიც ორჯერ მეტი ღვინოა ექსპორტირებული, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ბევრი, ტენდენცია საკმაოდ დადებითია. 

წელს ღვინო არ გაგზავნილა ინდონეზიაში, მაკაუში, მექსიკასა და მალაიზიაში, თუმცა მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ ექსპორტის ზრდა თვალშისაცემია და მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდეს, საქართველომ კი რაც შეიძლება მეტი ღვინის ბაზარი აითვისოს. 

მოამზადა ელენე ცინცაძემ

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული