Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრელუდია - კრაფტ ლუდის ფესტივალი

ელენე ცინცაძე

კრაფტ ლუდის ფესტივალი წყალტუბოში 18 ივნისს გაიმართება, “სპა ლეგენდის“ რეკრეაციულ ზონაში. ფესტივალის გვერდზე ვკითხულობთ, რომ მიზანი ქართული კრაფტ ლუდის განსხვავებული, განსაკუთრებული გემოების თავმოყრაა. როგორც თავად ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალი ლუდის მოყვარულებისა და მხარშველების გაცნობისა და დამეგობრების ადგილია: „ამ ინიციატივით გვინდა ხელი შევუწყოთ კრაფტ ლუდის პოპულარიცაზიასა და განვითარებას საქართველოში. მსგავსი ფესტივალებით მცირე სახარშების ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც მხარშველებისთვის, ისევე საინტერესო გამოცდილებაა კრაფთ ლუდის მოყვარულებისთვისაც. ფესტივალის მისიაა წაახალისოს საქართველოში კრაფტ ლუდის ტურიზმის განვითარება და წარმოების ხარისხის გაზრდა“.

ნუცა ცისკარიშვილის, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის აზრით, ლუდის განსხვავებული და განსაკუთრებული გემოების ერთ სივრცეში თავმოყრა, მსგავსი მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვისა და მელუდეებისთვის:

„ფესტივალში მონაწილეობას იღებს მცირე კრაფტ ლუდსახარშები საქართელოს სხვადასხვა კუთხიდან. ფესტივალის შექმნის იდეა გაჩნდა შარშან, 2021 წელს, როცა აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი რამ საქართელოში არ ტარდებოდა. პრელუდია დიდი გზის - საქართველოში ლუდის მასიური წარმოების - საწყისია. ლუდის ხარშვა ოდითგანვე ჩვენი ტრადიცია იყო მთაში. ახლაც იხარშება ხატობებზე ლუდი, თუმცა, სამწუხაროდ, ცოდნა თანდათან იკარგება, აღარც ნედლეულს ვაწარმოებთ და ეს საქმიანობაც მალე დავიწყებას მიეცემა. ამ დროს კი საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, რომ მსოფლიო ღვინის ქვეყნის სახელთან ერთად კრაფტ ლუდის ქვეყნის სახელითაც გვიცნობდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ 5-10 წლის შემდეგ ეს საქმიანობა ძალიან პოპულარული გახდება და ფესტივალი ამ საქმეში დიდ როლს ითამაშებს“.

ნუცას ადრე მსგავსი ტიპის ფესტივალზე მოხვედრა შორეულ ოცნებად ეჩვენებოდა, თუმცა ახლა თავადაა ფესტივალის ორგანიზატორი: „მაშინ ჩვენთვის დიდი ოცნება იყო ასეთ ფესტივალზე მოხვედრა, რადგან ბევრად გაგვიმარტივდებოდა მელუდეების გაცნობა, კითხვების დასმა, მათი პროდუქციის გასინჯვა, კარგისა და ცუდის გარჩევა, რაც ყველაზე მთავარია, გამოცდილების გაზიარება. ადრე არ იყო ამის შესაძლებლობა და დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავით. ახლა კი გვინდა, რომ ამ ფესტივალით სხვას შევუქმნათ ის გარემო, სადაც ჩვენ თავად ვვოცნებობდით მოხვედრას“

ოტია იოსელიანი კი, კრაფტ ლუდის ფესტივალის თანადამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ სხვადასხვა გამოცდილების მქონე მხარშველების ერთმანეთთან შეხვედრასთან ერთად ერთმანეთის პროდუქტების უკეთ გაცნობაც ძალიან მნიშვნელოვანია:

„პრელუდია“ ჩემთვის არის ფესტივალი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე მხარშველებს ერთმანეთს შეახვედრებს და ერთმანეთის პროდუქტს უკეთ გააცნობს. იქ ახალ შთაგონებას მიიღებენ და სტუმრებსაც უფრო მეტი მოტივაცია მიეცემათ, დაიწყონ ლუდის ხარშვა. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ჩვენი ფესტივალი პრელუდიაჩატარდება ყოველწლიურად და იქნება ერთ-ერთი წარმატებული, საქმიანი და შემეცნებითი თავშეყრის ადგილი, სადაც ლუდის მოყვარულები, მხარშველები, ტურისტები და დაინტერესებული ადამიანები სასიამოვნოდ და ხარისხიანად გაატარებენ დროს.

კრაფტ ლუდის ფესტივალი „პრელუდია“ 18 ივნისს წყალტუბოში იმართება და ქართველ, ადგილობრივ კრაფტ ლუდსახარშებს აერთიანებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული