Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორსულობამდე ღვინის სმა "ბავშვის სახეს ცვლის“

კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობამდე ალკოჰოლის მიღებასა და მომავალი ბავშვის სახის ცვლილებას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს, კერძოდ, ორსულობამდე სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ჭიქა ღვინის დალევამაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის სახის ნაკვთებზე. მეცნიერთა თქმით, ,,სახე ჯანმრთელობის სარკეა“, რომელზეც  ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აისახება, რაც დედის მიერ ორსულობისას ალკოჰოლის მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ორსულობისას ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასა და ბავშვის გონებრივ თუ ფიზიკურ ჩამორჩენას შორის კავშირი დიდი ხანია, დადგენილია. უცნობია, ალკოჰოლის რა რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ჩანასახისთვის უსაფრთხოდ, რადგან მას, განუვითარებელი ღვიძლის გამო, ქიმიური ნივთიერებების სათანადოდ გადამუშავება არ შეუძლია. ჯანდაცვის სპეციალისტები ურჩევენ ქალებს, რომ ორსულობის განმავლობაში საერთოდ უარი თქვან ალკოჰოლზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი.

აღნიშნულ კვლევაში გამოიყენეს 3000-ზე მეტი 10 წლის და 2500-მდე 13 წლის ბავშვის ფოტო, რომელთა მონაცემების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის საშუალებით მოხდა. ამ ბავშვების დედებს ჰკითხეს, თუ რამდენ ალკოჰოლს და რა სიხშირით იღებდნენ ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში. დედათა იმ ჯგუფის მონაცემები, ვინც არც ორსულობამდე სამი თვით ადრე სვამდა ალკოჰოლს და არც ორსულობის განმავლობაში, შედარდა იმ ჯგუფების მონაცემებს, ვინც ორსულობამდე სვამდა და ორსულობის დადგომისთანავე შეწყვიტა დალევა და იმათ, ვისაც დალევა არ შეუწყვეტია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ქალების ბავშვებიც კი, ვინც ორსულობამდე სამი თვით ადრე კვირაში 12 გრამ ალკოჰოლზე ნაკლებს სვამდა (რაც 330 მლ ლუდის ან 175 მლ ღვინის ეკვივალენტია), სახის შეცვლილი ნაკვთებით იბადებოდნენ. რაც უფრო მსმელი იყო დედა, მით უფრო აისახებოდა ეს მისი შვილის გარეგნულ მონაცემებზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.