Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მხატვარი და ღვინო

ლონდონში უკვე 27-ედ გაიმართა პრესტიჟული კონკურსი International Wine Challenge, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოდ იტალიური Brunello di Montalcino Riserva 2004 Castello Romitorio აღიარეს. ვენახი, რომელში მოწეული ყურძნითაც გამარჯვებული ღვინო დადგა, ტოსკანაში მდებარეობს და მისი მფლობელია მხატვარი სანდრო ჩია. სომელიეები ბრმა დეგუსტაციის წესით აგემოვნებდნენ ღვინოებს, წარმოდგენილ ნიმუშთა რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებდა. გამოვლინდა სხვა კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოებიც: საუკეთესო ტკბილი ღვინო - Samling Trockenbeerenauslese 2007 di Hans Tschida Alois Kracher, საუკეთესო შუშხუნა ღვინო - Charles Heidsieck Millésime 2000, Champagnes P.& C. Heidsieck, საუკეთესო თეთრი ღვინო - Puligny Montrachet 1/er Cru Les Chalumeaux 2007 di Jean Pascal & Fils. მიღებული ჯილდოების რაოდენობით საფრანგეთი კვლავ არავის უთმობს პირველობას, წლევანდელ კონკურსზე 21 ფრანგული ღვინო აღინიშნა მედლით. მეორე ადგილზეა ავსტრალია (12), ხოლო მესამე ადგილზე – პორტუგალია 11 მედლით. რვა-რვა მედალი ერგოთ იტალიურ, გერმანულ და ახალზელანდიურ ღვინოებს. წლევანდელ კონკურსზე ნამდვილ სიურპრიზად იქცა იაპონური საკეს დაწინაურება რეიტინგებში.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული