Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწყრის კვერცხების არაყი

უკრაინაში საზოგადოებას ახალი არაყი წარუდგინეს, რომელიც მწყრის კვერცხების გამოყენებით არის გამოხდილი. არაყი ,,პერეპიოლკა”უკრაინის არყის ნაციონალურ კომპანიასთან (НВК) არსებული არყის ინსტიტუტის ტექნოლოგთა ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მწარმოებელთა თქმით, არაყს საოცრად რბილი გემო და შესანიშნავი არომატი აქვს. სასმლის მთავარ ღირსებად მისი ნატურალურობა და ეკოლოგიური სისუფთავე სახელდება. ,,მწყრის კვერცხი ყველა იმ საჭირო და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის ასევე შეიცავს მინერალებსა და მიკროელემენტებს. მწყრის კვერცხის საკვებ რაციონში ჩართვა იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მეტაბოლური ბალანსის აღდგენას უწყობს ხელს,” – აცხადებენ კომპანიის მესვეურები. არაყი ,,პერეპიოლკა” სამი სახისაა: კარპატული, კლასიკური და შინაურული. სასმელი მომხმარებელთათვის მოსახერხებელ, 0,7 ლ და 0,5 ლ ტევადობის ბოთლებშია ჩამოსხმული.

© ღვინის კლუბი/Weekend



მაგათ ეტყობა ჩვენი სათვაყვანო, ერთადერთი და განუმეორებელი პრეზიდენტის სასახლე არ უნახიათ, თორემ გამოუშვებდნენ არაყს "მიშას კვერცხის არაყი"...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.