Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოლდოვაში კარგ მოსავალს ელიან

მოლდოველი მევენახეები წელს მილიონნახევარ ტონაზე მეტ მოსავალს ელიან, რაც  გასული წლის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. ყურძნის დაახლოებით 90% მთლიანად ღვინის დაყენებას მოხმარდება. ღვინის ქარხნები გლეხებისგან კილოგრამ ყურძენს 26-35 ცენტად ყიდულობენ, თუმცა ფასები შეიძლება კიდევ შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ მოლდოვური ღვინის წარმოება ბოლო დროს აღმავლობის გზაზეა – ამას მოწმობს თუნდაც ისეთ დიდ ბაზარზე გასვლა, როგორიცაა ჩინეთი. მაგალითისთვის, ჯერ კიდევ 2010 წელს მოლდოვამ ჩინეთისთვის ღვინის მიწოდება შვიდჯერ გაზარდა. გასულ წელს მოლდოვამ ჩინეთში 2,2 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა, წელიწადნახევრის განმავლობაში კი ვაჭრობის საერთო ბრუნვამ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შეადგინა. წელს ექსპორტის მოცულობა კიდევ გაიზრდება და, შესაბამისად, მოლდოველ მეღვინეთა შემოსავალიც მოიმატებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული