Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეთა მთავარი იმედი ჩინელი ახლგაზრდები არიან

კალიფორნიელ მეღვინეებს განზრახული აქვთ, ჩინელი ახალგაზრდების გულები დაიპყრონ. უფროსების მსგავსად, მათაც დიდი სურვილი აქვთ, ფრანგულის გარდა, სხვა რომელიმე ქვეყნის ღვინოებიც დააგემოვნონ.

“ჩვენ ამ თაობას უნდა დავუმეგობრდეთ. მათ არც კი იციან, რომ მსოფლიოს ღვინისმწარმოებელ უმსხვილეს რეგიონებს შორის კალიფორნია მეოთხე ადგილზეა. მართალია, ჩინეთში ყველაზე მეტად ფრანგულ ღვინოს იცნობენ, მაგრამ ახალგაზრდები აცხადებენ, რომ დიდი სიამოვნებით გასინჯავდნენ სხვა ქვეყნების პროდუქტს. განსაკუთრებულ ინტერესს კი ჩვენი კონტინენტის ღვინოებისადმი იჩენენ,”- განაცხადა კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულებით, ლინსი გალაჰერმა.

ქალბატონი გალაჰერის მონაცემებით, მომავალი წლისათვის კალიფორნიაში ყველაზე მეტ ტურისტს სწორედ ჩინეთიდან ელიან. გარდა ამისა, ამერიკული ღვინის ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს უკვე 18%-ით გაიზარდა, რამაც თანხობრივად 74 მილიონი დოლარი შეადგინა. საექსპორტოდ გატანილი ღვინოების 90% კი სწორედ კალიფორნიული ნაწარმია. 

ვიცე-პრეზიდენტ გალაჰერის თქმით, დღეს ჩინეთში მხოლოდ 19 მილიონ ადამიანს შეუძლია, თავს ღვინის ყიდვის უფლება მისცეს, მათი 45% კი შანხაელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვინმეს შეიძლება ეს მეტად უმნიშვნელო რაოდენობად მოეჩვენოს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოთხი წლის წინ ჩინეთში მხოლოდ 12 მილიონ ადამიანს შეეძლო ღვინო შეეძინა და დაეგემოვნებინა.

“ბევრი ამბობს, რომ ჩინეთი იაპონიას ჰგავს. იაპონიაც სწორედ ასეთი იყო 25 წლის წინ. მე კი მგონია, რომ ჩინეთი კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება და დაკარგულ დროს უფრო მოკლე ხანში აინაზღაურებს,”- აცხადებს ქალბატონი გალაჰერი. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.