Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

,,მშრალი კანონი” უკრაინაში

რუსეთის მთავრობის მსგავსად, კიეველი დეპუტატებიც გამოდიან ინიციატივით, რომ საღამოს ათი საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა დედაქალაქში აიკრძალოს. როგორც კიევის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, ალა შლაპაკი აცხადებს, აღნიშნულ კანონპროექტს უახლოეს დღეებში განიხილავენ. თავდაპირველად, ექსპერიმენტის სახით, კიევის მერია აპირებს დედაქალაქის ცენტრში აამოქმედოს კანონი, ხოლო მოგვიანებით სხვა უბნებზეც განავრცოს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე კიევის მერმა ჩერნოვეცკიმ აკრძალა იმ რესტორნების მუშაობა საღამოს ათი საათის შემდეგ, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარეობდა, თუმცა, ამ აკრძალვამ მალევე დაკარგა აქტუალობა. გასული წლის მაისში კიევის ხელისუფლებამ აკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა ვაგზლებსა და მეტროებში. 2010 წლის იანვარში უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, აიკრძალა ლუდის სმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშვო მოედნებზე. სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ აკრძალვა შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან კიევი უამრავი პატარა დასახლებითაა გარშემორტყმული. ისინი ქალაქს არ ეკუთვნის და შესაბამისად, არც კიევის მერიის მიერ შემოღებული ამკრძალავი კანონი იმოქმედებს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული