Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლათინოამერიკელ სტუდენტთა განათლებას Diageo დააფინანსებს

სპირტიანი სასმელების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Diageo პროგრამის Celebrate the Future სტიპენდიანტებს 60 000 დოლარით აფინანსებს. სტიპენდიანტთა სახელები საზეიმო ვახშამზე გამოცხადდა მექსიკის ეროვნული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჩიკაგოში. თითოეულმა მათგანმა სწავლის დასაფინანსებლად 7500 ამერიკული დოლარი მიიღო. პროგრამის ზოგიერთი მონაწილე მოისმენს ლექციებს უოშბურნის კულინარიულ ინსტიტუტში, ლექსინგტონ-კოლეჯში, დე-პაულის და რუზველტის უნივერსიტეტებში. საზეიმო ვახშამზე ასევე დაასახელეს სტუდენტის გვარი, რომელიც ანაზღაურებად პრაქტიკას Wirtz Beverage-ში გაივლის. ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი დისტრიბუტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში Wirtz Beverage Group სტიპენდიის პროგრამის განხორციელებაში დახმარებას უწევს კომპანია Diageo-ს და მის მონაწილეებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. Diageo-სათვის დიდი პატივია ახალგაზრდა თაობაში განათლების მნიშვნელობის საკითხი დანერგოს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ლათინოამერიკული წარმომავლობის 21 წლის ზემოთ ახალგაზრდებს. ეს სტიპენდიაც Diageo-ს ერთგულების კიდევ ერთი გამოხატულებაა ლათინოამერიკელი საზოგადოების მიმართ" - აცხადებს Diageo North America-ს მარკეტინგის დირექტორი დაიანა ფუდლიმურა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული