Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომპანია ‘ბადაგონმა’ ‘ევროპის ხარისხის’ ჯილდო მიიღო

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ბადაგონი” ექსკლუზიური "ევროპის ხარისხის მედლით” დაჯილდოვდა. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, "ბადაგონს” ჯილდო 27-28 ოქტომბერს ინგლისში ევროპის ბიზნესასამბლეის ეგიდით გამართულ "ოქსფორდის ლიდერთა სამიტზე” გადაეცა

ჯილდო "ბადაგონმა” ევროსტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების გამო მიიღო. ჯილდოზე "ბადაგონის” წარდგენა ბიზნესასამბლეის ანალიტიკური ცენტრის მასალებზე დაყრდნობით მოხდა, რომელშიც პარტნიორი ორგანიზაციების: სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაცია ISO-ს, "ბაზრის გამოკვლევის ევროპული ცენტრის”, "ბადენ-ვიურტემბერგის ექსპორტის აკადემიის”, "კონსულტანტ-მარკეტოლოგების ასოციაციის” და ბიზნესმენთა და მეწარმეთა საერთაშორისო კონგრესის” რეკომენდაციები იქნა გამოყენებული. კომპანიაში აღნიშნულ ფაქტს უდიდეს წარმატებად აფასებენ, რაც პირველ რიგში კომპანიის მიერ უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოებას უკავშირდება. "ბადაგონის” კომერციულ დირექტორ გიორგი სალაყაიას განცხადებით, ეს აღიარება უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის, რაც ამ სიტუაციაში საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროპის ბიზნესასამბლეა მენეჯმენტისა და პროექტების განვითარების დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მულტინაციონალურ ბიზნესღონისძიებებს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. მისი საქმიანობის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ეკონომიკის განვითარებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარება, მხარდაჭერა და წახალისებაა.

ინტერპრესნიუსი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული