Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახური ყურძენი გურიაშიც გაიყიდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, ქალაქის ტერიტორიაზე, გურიისა და ერისთავის ქუჩებზე სპეციალური ადგილები გამოიყო, სადაც კახეთიდან ჩატანილი ყურძენი გაიყიდება.

“ვაჭრობა განხორციელდება მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების, ასევე სხვა ნორმებისა და წესების გათვალისწინებით.

სამართლებრივ ურთიერთობებს ზედამხედველობას გაუწევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური” - განუცხადა რადიო ჰერეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარე გელა გობრონიძემ.

ყურძნის რეალიზაციაზე კონტროლს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისია განახორციელებს.

რადიო „ჰერეთი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული