ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, ქალაქის ტერიტორიაზე, გურიისა და ერისთავის ქუჩებზე სპეციალური ადგილები გამოიყო, სადაც კახეთიდან ჩატანილი ყურძენი გაიყიდება.
“ვაჭრობა განხორციელდება მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების, ასევე სხვა ნორმებისა და წესების გათვალისწინებით.
სამართლებრივ ურთიერთობებს ზედამხედველობას გაუწევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური” - განუცხადა რადიო ჰერეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარე გელა გობრონიძემ.
ყურძნის რეალიზაციაზე კონტროლს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისია განახორციელებს.
რადიო „ჰერეთი“