Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთში ღვინის ქარხნებმა უკვე 18 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს

კახეთში ღვინის ქარხნებმა უკვე 18 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა, საფერავის ჯიშის ყურძენი თითქმის მთლიანად დაბინავებულია.
„ღვინის ქარხნებმა 13 200 ტონა საფერავი უკვე ჩაიბარეს, ერთი კილოგრამი 65 თეთრად. აქედან 40 თეთრს ქარხნები თავად იხდიდნენ, 25 თეთრს სუბსიდიის სახით სახელმწიფო გასცემდა. შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავლის 95% უკვე დაბინავებულია. რაც შეეხება რქაწითელს, წინასწარი გათვლებით, ღვინის ქარხნებს 5 - 6 ათასი ტონა რქაწითელი უნდა მიეღოთ. 4 800 ტონა უკვე ჩაბარებულია“, - აღნიშნა გაბუნიამ.
საგარეჯოს და ახმეტის რაიონების გარდა კახეთში რთველი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ რაიონებში ყურძენი შედარებით გვიან იწევა, თუმცა კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში რთველი დამთავრდება.
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული