Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გვალვისა და კლიმატის ცვლილების გავლენა საბერძნეთის ვენახებზე: ასირტიკოს მოსავალი საფრთხეშია

ეს ყველაზე მძიმე წელია, რაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გვინახავს. ვენახებში ყურძენი თითქმის არ გვაქვს. მეორე წელია, გვალვა გრძელდება და მცენარეები ამას ვერ უძლებენ; ვაზებს ფოთლები ეწვებათ. უკვე მოვითხოვეთ ELGA-ს (სოფლის მეურნეობის სადაზღვევო ორგანიზაციის) ექსპერტების გამოძახება, რათა დაიწყონ კომპენსაციის პროცესის ორგანიზება,“ ამბობს Matthaios Dimopoulos, Santo Wines-ის აღმასრულებელი დირექტორი, როდესაც სანტორინის ვენახების რთულ მდგომარეობას აღწერს, სადაც ცნობილ ასირტიკოს ყურძენი მოჰყავთ. გვალვასთან ერთად ხანგრძლივმა სიცხეებმა პირობები კიდევ უფრო დაამძიმა სანტორინიზე. თუმცა, მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის, არამედ ქრონიკული პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის კიკლადის კუნძულზე და საბერძნეთის სხვა ნაწილებში არსებულ ვენახებს.

სანტორინის და ქვეყნის სხვა ნაწილებში მევენახეებს სწრაფი და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. დრო გვეწურება,“ აღნიშნავს სტეფანოს კუნდურასი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ვიტიკულტურის ასოცირებული პროფესორი. „მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, აუცილებელია გამოსავლის ძიება, შესაძლოა ისეთების, რომლებიც აქამდე არ გამოგვიყენებია. ღვინო არ არის ძირითად საჭიროებად მიჩნეული პროდუქტი და მალე, წყლის რესურსების სიმცირის გამო, შეიძლება მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება – ვაზის თუ პომიდვრის მორწყვა ?“ ამატებს იოანის ვოგიაცისი, მეღვინე და საბერძნეთის ღვინის ასოციაციის (SEO) პრეზიდენტი.

ჩრდილოეთით
ატიკის ვენახები, ჩრდილოეთის რაიონების გარდა, დიდ ზიანს განიცდის ხანგრძლივი სიცხეების გამო. „ბევრ ვენახში ფოთლები დამწვარია და გვალვის გამო წყალი არ არის, ისინი დიდ გაჭირვებაში არიან“ განმარტავს ანდრეას გიკასი, ატიკის ვენახის მეღვინეების ასოციაციის (ENOAA) პრეზიდენტი. „ჩვენ ვსწავლობთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას. ვიხილავთ განსხვავებულ ტიპის ღვინოებს, ნაკლებად ხილის გემოთი და უფრო მაღალი ალკოჰოლის შემცველობით. ვენახები უფრო ჩრდილოეთით გადადის, ინგლისში ახლა შუშხუნა ღვინოებს აწარმოებენ, და რამდენიმე დღის წინ სანქტ-პეტერბურგში ტემპერატურა 21 გრადუს ცელსიუსი იყო,“ აღნიშნავს ის. ასევე ხაზს უსვამს წყლის შესანახი რეზერვუარების გამოყენების პრაქტიკის აღდგენის საჭიროებას, რაც ადრე მიტოვებულია. „იტალიაში, ყველა მევენახეს თავისი რეზერვუარი აქვს.“

ნემეას დაბლობზე ვენახები ზიანს წლებია განიცდიან, ძირითადად ამინდის პირობების გამო. „ალბათ საჭიროა სელექციური ვაზის ჯიშების დარგვა, რომლებიც უკეთ გაუძლებენ სიცხეს,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

მანტინეას რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი მოსხოფილეროს ყურძნით, მდგომარეობა ძალიან რთულია. „ორი თვეა წვიმა არ ყოფილა, რაც მანტინეასთვის უჩვეულოა. ასევე, ღამით ტემპერატურა არ იკლებს, რაც პრობლემას წარმოადგენს. ვაზები ჯერ ისევ ძლებს, მაგრამ რთველის დაწყებამდე, სექტემბრის ბოლომდე, ჯერ კიდევ დროა,“ ამბობს ის.

სტეფანოს კუნდურასი წლების განმავლობაში სწავლობს კლიმატის ცვლილების ზეგავლენას ვენახებზე და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის დროული აღიარება და მოგვარება აუცილებელია. „ყურძნის ზრდის პერიოდი მარტიდან სექტემბრამდეა. ამ თვეებში ტემპერატურამ მოიმატა. საქმე არ ეხება მხოლოდ მაქსიმალური ტემპერატურის გაზრდას, არამედ სიცხეების ხანგრძლივობას და სიხშირესაც. როცა ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 37 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ეს ვაზებისთვის დიდი დატვირთვაა. გარდა ამისა, ღამის ტემპერატურაც მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაზებს არც ღამით აქვთ შესვენების და აღდგენის საშუალება,“ აღნიშნავს ის სტატიაში

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.