Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გონიოში 1800 წლის წინანდელი საწნახელი აღმოაჩინეს

წლევანდელ გათხრებს გონიოს ციხეში პოლონურ-ქართული ექსპედიცია ახორციელებს. როგორც ვკითხულობთ, ექსპედიციის ერთ-ერთი მეთაური რადოსლავ კარასევიჩ-შჩიპიორსკია, პოლონეთის ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპედიციას აგრეთვე შოთა მამულაძეც მეთაურობს აჭარის კულტურული დაცვის სააგენტოდან. საწნახელის აღმოჩენამდე ექსპედიციამ მოზაიკის იატაკი აღმოაჩინა. 

პოლონურ-ქართული ექსპედიცია იკვლევს როგორც ციხის შიდა სივრცეს, ისევე მიმდებარე ტერიტორიასაც. წელს პოლონელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ლაზერულმა სკანირებამ (LIDAR) ამ ადგილას არექოლოგოური “ანომალიები” გამოავლინა. LIDAR (Light Detection and Ranging) დისტანციური ზონდირების მეთოდია, რომელიც სინათლეს იმპულსური ლაზერის სახით იყენებს დიაპაზონის (ცვლადი მანძილის) გასაზომად, რასაც ძირითადად 3D ციფრული რუკის შესაქმნელად იყენებენ. ამ კვლევების მონაცემების საფუძველზე არქეოლოგებმა შეისწავლეს ტერიტორია და აღმოაჩინეს ღვინის საწნახელი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით II ან III საუკუნით თარიღდენა. 

ამ წლის დასაწყისში იმავე ტერიტორიაზე გათხრების შედეგად შენობის ერთ-ერთ ოთახში თიხის ჭავლები და ზეთის სანათები აღმოაჩინეს: “ვინაიდან ორივე ტიპის ობიექტი წერასთან ასოცირდება, ეს ოთახის “საოფისე” ფუნქციაზე მიუთითებდა. მკვლევართა აზრით აქ იყო შტაბ-ბინა (პრინციპია), ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა ნებისმიერ რომაულ გარნიზორში. საწნახელის აღმოჩენამ კი  დაადასტურა 2021 წელს ამ გათხრების შემდეგ გაჩენილი ეჭვი, რომ აქ ნამდვილად რომაული გარნიზონი იყო.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

როგორც ავტორი წერს, ეს საწნახელი, ძვ. წ. III საუკუნეში გამოიყენებოდა ღვინის საწარმოებლად ადგილობრივი საჭიროებისთვის, მათ შორის რომაული ჯარებისთვისაც: “აღსანიშნავია, რომ საწნახელს ადგილობრივი მეღვნეობის ტრადიციისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული მახასიათებლები აქვს, თუმცა ასევე რომაული კონსტრუქციებისთვის ჩვეული ჰიდრავლიკური კირდუღაბი/ კირხსნარი, რომელიც სამუშაო ზედაპირზე გამოიყენებოდა ხოლმე, ასევე ავზის დასალუქადაც. ამგვარად, საწნახელი რომის იმპერიასა და იბერიის სამეფოს შორის გარკვეული კავშირის დასტურიცაა” - აღნიშნავს კარასევიჩ-შჩიპიორსკი. სტიტიას Hiritage Daily-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული