Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ღვინიაშვილი რთველის მიმდინარეობას აფასებს

პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ღვინიაშვილი რეგიონში მიმდინარე რთველს აფასებს. მისი განცხადებით, წლევანდელი რთველი სხვა წლებისგან განსხვავებით, იმით გამოირჩევა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილმა სუბსიდიამ შედეგი გამოიღო და მევენახეების დიდმა ნაწილმა მოწეული მოსავალი ღვინის ქარხნებს ჩააბარა. "ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფომ უპრეცენდენტო შემთხვევა დაუშვა, რაც იმაში გამოიხატა, რომ პირდაპირი ფინასური დახმარება გაუწია კახელ გლეხს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს კახეთში რთველი 2008 წარმატებით მიმდინარეობს" - განუცხადა რადიო ჰერეთს გიორგი ღვინიაშვილმა.

რეგიონის გუბერნატორი, ქარხნებთან წარმოქმნილი რიგების პრობლემებსაც შეეხეო. ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ყოველ ღამე თავად მიდის ქარხნებთან და რიგების დარეგულირებას ცდილობს. "როდესაც არის რთველი, რიგები ქარხნებთან გარდაუვალია, თუმცა ეს ძირითადად გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გამო ხება" - აცხადებს ღვინიაშვილი. აღსანიშნავია, რომ რთველი კახეთში უკვე დასასრულს უახლოვდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, სავარაუდოდ 15 ოქტომბრისთვის "რთველი 2008" დასრულებული იქნება.

რადიო "ჰერეთი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული