Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ იაპონიაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, 2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. მზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 15-22 დეკემბერს, ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს Sony Music Communication-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ეწვია. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში იყო დაგეგმილი. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse-ში იხილავს. ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის თემატური გაგრძელებაა. საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურების გამარტივება. საქმე ისაა, რომ იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს 4 ქართული ლაბორატორიაც დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც ზედმეტ ხარჯებთან და პროცედურულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემა იყო ქართული ღვინის იმპორტით დაკავებული კომპანიებისთვის და იგი საბოლოო ჯამში, ღვინის ღირებულებაზეც აისახებოდა.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული