Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამოფენა - „ეტიკეტის ხელოვნება“

2016 წლის 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. „ეტიკეტის ხელოვნება“, ასე ქვია ექსპოზიციას, რომელზეც XIX საუკუნის დასასრულისა და XX–ის დასაწყისის ქართული ღვინის 200-მდე ეტიკეტი იქნება წარმოდგენილი.

ამ პერიოდში ქართული ღვინის წარმატებას ხარისხთან ერთად მისი დიზაინიც განაპირობებდა. საინტერესოა, რომ იმ დროისთვის საქართველოში უკვე მაღალპოლიგრაფიული შესრულების ეტიკეტებს ბეჭდავდნენ (კონსტანტინე მესხიშვილის, ექვთიმე ხელაძის, არსენ კალანდაძის სტამბებში), თუმცა ხშირი იყო ლოძის, ვარშავის, ბაქოს, ვილნიუსისა და სხვა ქალაქების სტამბებში დაბეჭდილი ღვინის ეტიკეტებიც.

გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის ეტიკეტების კოლექცია, ყიფიანების ღვინის გრან პრი და დიპლომი, ეტიკეტები კერძო კოლექციებიდან. ასევე, ადრეული კონიაკის ეტიკეტების ნიმუშები დავით სარაჯიშვილის კოლექციიდან. პროექტი ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით. პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კინოფესტივალი ,,კინოვინო’’. გამოფენა „ეტიკეტის ხელოვნება“ 2017 წლის 8 იანვრამდე გაგრძელდება. გამოფენის კურატორი ნინო კაჭარავაა, დიზაინერი – მანანა არაბული. გამოფენის კონსულტანტები:  ბონდო კალანდაძე, გიორგი სარაჯიშვილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული