Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული სპეცრაზმი ღვინოს ითხოვს

საფრანგეთის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის (CRS)წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ კუთვნილი შესვენების დროს, სადილად, ალკოჰოლის მიღების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მანამდე კი, როგორც ჩანს, ფრანგი სამართალდამცავები სადილად თითო ჭიქა ღვინის ან კათხა ლუდის დალევის ჩვევას არ ღალატობდნენ.

სამინისტროს გადაწყვეტილების საბაბი გახდა შარშან, პარიზელთა საპროტესტო  გამოსვლების დროს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც სპეცრაზმის წევრები ქუჩაში ღვინისა და ლუდის სმის, აგრეთვე სიგარეტის მოწევისას არიან გადაღებული.

ფრანგ პოლიციელთა კავშირის ნაციონალური მდივნის – დიდიე მანიონის განცხადებით, “ხელმძღვანელობა ცდილობს, ყველაზე მაგარი პოლიციელიც კი გადააცქიოს მღვდლად, ოღონდ ზიარების ღვინის გარეშე. ჩვენი უფლება -  სადილს ალკოჰოლი მივაყოლოთ – კანონითაა დაცული. ჩვენი კავშირის წევრები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათ პატარა ბავშვებივით ექცევიან.”

დიდიე მანიონი აპირებს, საპროტესტო წერილი გაუგზავნოს ხელმძღვანელობას და თუ მასზე რეაგირება არ მოხდება, არც გაფიცვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.