Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფორთოხლის ლუდი

ავსტრალიაში, ტრადიციისამებრ, ლუდს ლიმონის ნაჭრებთან ერთად მოგართმევენ. ავსტრალიის წამყვანმა ალკოჰოლურმა ბრენდმა Lion Nathan, მომხმარებელს ინოვაცია შესთავაზა და ურჩია ლუდი ფორთოხალთან ერთად მიირთვან. "ფორთოხლისფერი" იდეა პროდუქტის შეფუთვაზეც აისახა. ალბათ პირველად ლუდის ხარშვის ისტორიაში, ეს სასმელი 735 მილილიტრიან ღვინის ბოთლის მსგავს ბოთლებში ჩამოასხეს, ტრადიციული თავსახურის ნაცვლადაც ღვინის საცობის მსგავსი თავსახური გამოიყენეს. ლუდი 330 მილილიტრიანი ბოთლებითაც გაიყიდება შეფუთვაში 6 ბოთლის სახით.

ახალი ბრენდის იმიჯი Di Donato –ს სპეციალისტებმა სუფთა ფურცლიდან  შექმნეს. დიზაინერები ცდილობდნენ ხაზი გაესვათ სასმელის არაჩვეულებრივი ხასიათისთვის და იმისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოხმარებისას სპეციალური რიტუალის დაცვა. ბოთლი გაფორმებულია ბრენდის მდიდარი ტრადიციების მიხედვით და მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ინგრედიენტების ნატურალური წარმომავლობის შესახებ.  

ბრენდის სიმბოლო გაჭრილი ფორთოხალია, რასაც ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ, ნარინჯისფერი ფორთოხალი მზის, სითბოსა და სიცოცხლის სიმბოლოა, ფორთოხლის ნახევარი კი მინიშნებაა, რომ Hahn White –ს დალევით მიღებული სითბო და სიამოვნება მეგობრებთან ერთად უნდა გაიზიარო. თბილი და მკვეთრი ფერების გამოყენებით, ასევე დიზაინის სხვა განსაკუთრებული შტრიხების საშუალებით Di Donato –ს შემოქმედებითმა კოლექტივმა შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც ერთნაირად მოეწონებათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული