Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროკავშირში ღვინის წარმოება შემცირდება

             

USDA-FAS-ის(USDA Foreign Agricultural Service) პროგნოზის მიხედვით, 2010/11წლებში ევროპის მასშტაბით ღვინის წარმოება, გასულ სეზონთან შედარებით, 3,5%-ით შემცირდება და 156 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენს. კერძოდ, ღვინის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი გერმანიაში (25%-ით), რუმინეთსა და უნგრეთში (30%-ით), ხოლო საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ეს პროცესი შედარებით შეუმჩნეველი იქნება. სამაგიეროდ, წარმოების 21,3%-ით ზრდას უწინასწარმეტყველებენ პორტუგალიას, რაც 7,1 მილიონ ჰექტოლიტრ ღვინოს შეადგენს. საფრანგეთი, მიუხედავად წარმოების 1,3%-იანი ვარდნისა, დღესდღეობით ამ სფეროში მსოფლიოს უდიდეს მწარმოებლად რჩება – მსოფლიო მასშტაბით წარმოებული პროდუქციის 17%-იანი (45,7 მილიონი ჰექტოლიტრი) მაჩვენებლით. პროგნოზის მიხედვით, იტალია (45,5 მილიონი ჰექტოლიტრი) და ესპანეთი (36 მილიონი ჰექტოლიტრი) ღვინის წარმოებაში ევროკავშირის მასშტაბით მეორე და მესამე ადგილს შეინარჩუნებენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული