Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ეტნას ღვინოები

Planeta-ს ოჯახი სიცილიური ღვინის ბაზრის ნამდვილი ლიდერია. ეს საინტერესო გვარის ოჯახი კუნძულზე თითქმის 400 ჰექტრამდე ვენახებს ფლობს, რომლებიც 6 სხვადასხვა ადგილზეა გაშენებული. მათი პროდუქცია (წელიწადში მილიონ ბოთლზე მეტი), მსოფლიოს 70 ქვეყანაში გადის და ამ ყველაფერს ოჯახმა 20 წელიწადში მიაღწია. პლანეტას ოჯახს ვულკან ეტნას ათვისების პროგრამა გააჩნია. ამ პროგრამის ფარგლებში მათ ახალი ღვინოები ჩამოასხეს, რომლებიც სიცილიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მხარის ყურძნისგან არის დაწურული. 

პლანეტას ოჯახმა ვულკან ეტნას ჩრდილოეთით მიწები 2008 წელს შეისყიდა და მოგვიანებით ვენახები გააფართოვეს კიდეც. ამ ტერიტორიაზე ძირითადად ადგილობრივი ჯიშის ყურძენი მოჰყავთ – კარიკანტე და ნერელო მასკალეზე, თუმცა ცოტაოდენ რისლინგსაც შეხვდებით.

დღეისათვის მეურნეობა ხუთ ვულკანურ ღვინოს გვთავაზობს: ერთია ცქრიალა კარიკანტე, რომელიც ტრადიციული მეთოდით არის დაყენებული და ოთხი – ჩვეულებრივი. მათგან ორი – Etna Rosso და Etna Bianco 100% ნერელო მასკალეზესა და 100% კარიკანტესაგან არის დაყენებული. დარჩენილ ორ ღვინოს – თეთრსა და წითელს, მათ “Erruzione 1614” უწოდეს. სახელწოდება ვულკან ეტნას ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ამოფრქვევის პატივსაცემად შეურჩიეს.

ღვინოების საცალო ფასი 18 ევროდან 27 ევრომდეა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ღვინოები კლასიფიცირდება როგორც Sicilia DOC, რადგან მათი ვენახები Etna DOC-ის ზონაში არ არის მოქცეული.

პლანეტას ოჯახი გეგმავს, რომ უახლოეს რამდენიმე წილიწადში 40 ათასამდე Etna Rosso  და Bianco  და 30 ათასამდე Erruzione გამოუშვას. ისინი ვენახების გაფართოებასაც აპირებენ და კიდევ 4 ჰექტრის შესაძენად ემზადებიან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული