Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დეკანტერის ღვინის კონკურსში რუსული კომპანიები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსული ღვინის კომპანიები დეკანტერის ღვინის კონკურსში (Decanter World Wine Awards) მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, მათი ღვინოები აღარ განიხილება. პრესტიჟული გამოცემის საიტზე ვკითხულობთ, რომ ეს უკრაინელი მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად კეთდება. მართალია, მეღვინეებს უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე ყოფთ, თუმცა მათ ამ შემთხვევაში მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მიიჩნიეს აუცილებლად. ამ განცხადებაზე გამოხმაურება არაერთგვაროვანია, ნაწილის აზრით, პოლიტიკა მსგავსი სფეროებისგან უნდა იმიჯნებოდეს, დანარჩენები ფიქრობენ, რომ მსგავსი პოზიციის დაფიქსირება, მიმდინარე პროცესების ფონზე, აუცილებელია.  

დეკანტერი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას იმ კომპანიებისა და ქვეყნების შესახებ, რომლებმაც რუსულ ალკოჰოლურ სასმელებს ემბარგო დაუწესეს. მაგალითად, ასეთია გაერთიანებული სამეფოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წამყვანი მიმწოდებელი Enotria&Co, რომელიც აღარ აპირებს რუსული პროდუქციის შეძენას და დარჩენილი მარაგიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება. ასევე კომპანია ალტერნატიული სასმელის შესახებ მომხმარებლისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის მთავრობამაც სპეციალური სანქციები შეიმუშავა რუსული ალკოჰოლური სასმლის გაყიდვების შესამცირებლად.

ანალიტიკოსთა აზრით, ამგვარი ქმედებები რუსულ პროდუქციაზე არამხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში იქონიებს გავლენას, არამედ მომხმარებლის დამოკიდებულებას სამომავლოდაც მნიშვნელოვნად შეცვლის, ზოგადად რუსული ნაწარმის მიმართ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.