Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელთა X საათი

ბრიტანელმა სოციოლოგებმა გაარკვიეს, რომელია ეგრეთ წოდებული “X საათი” ანუ სასმლის მოყვარულები დღის განმავლობაში პირველად როდის ივსებენ სასმისებს. გამოკვლევის შედეგებმა თავად მეცნიერებიც კი გააოცა.

რიგითი ბრიტანელი დღის განმავლობაში მხოლოდ საღამოს 7:36 საათზე ივსებს პირველ ჭიქას. თუმცა რეგიონების მიხედვით ეს მონაცემები საგრძნობლად იცვლება. მაგალითად, შოტლანდიელები მხოლოდ საღამოს 8 საათზე მიირთმევენ პირველ ბოკალს, უელსელები უფრო ადრე, საღამოს 06:30 ეძლევიან ნეტარებას და პირველ ჭიქას აგემოვნებენ. ლონდონში, ბირმინგემში, მანჩესტერსა და ნიუკასლში ალკოჰოლის “X საათი” საღამოს 7 საათზე დგება. ოქსფორდში, კემბრიჯსა და ლიდზში კი ჭიქას პირველად მხოლოდ 7:30-ზე ივსებენ. გამოკვლევისას, რომელიც პორტალ Thebar-ის ინიციატივით ჩატარდა, 18-დან 60 წლამდე ასაკის სამი ათასი ბრიტანელი გამოკითხეს. გამოკითხვისას ისიც დადგინდა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბრიტანელებს გემოვნება შეეცვალათ – ახლა ისინი ისეთ მომჟავო კოქტეილებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგალითად, როგორიც არის ლიმონიანი Gin Fizz.

თუმცა ბრიტანელები უპირველეს სასმელად მაინც არაყს ასახელებენ. მას მოსდევს ჯინი, რომლის გაყიდვებიც ბოლო 10 წლის განამვლობაში 15%-ით გაიზარდა, მესამე ადგილს კი რომი იკავებს - გაყიდვების 23%-ანი ზრდით. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორი სასმლის გაყიდვები იმიტომაც გაიზარდა, რომ ბრიტანელებს ჯინითა და რომით დამზადებული კოქტეილები შეუყვარდათ. ამავე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბრიტანელები საშობაოდ ყველაზე ხშირად ლიქიორ Baileys-ს მიირთმევენ. თანაც ამ სასმლის “თავდადებული” მომხმარებლები ვისკის სიყვარულით სახელგანთქმული შოტლანდიელები არიან.

“ძალიან საინტერესოა, როგორი მრავალფეროვანი და განსხვავებული გემოვნება აქვთ ერთი ერის წარმომადგენლებს, თანაც როგორ უცებ იცვლება მათი გემოვნება. ამ გამოკვლევამ ცხადყო, რომ რაც უფრო მივიწევთ ჩრდილოეთისკენ, მით უფრო გვიან მივირთმევთ პირველ ჭიქა სასმელს,” – განმარტავს პორტალ Thebar-ისწარმომადგენელი.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული