Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოს კოლაფსი

ბორდოს რეგიონი, განთქმული თავისი შატოებით, მარნებით, ვენახებითა თუ ციხე-სიმაგრეებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ სახელითაც კი,  ზურგს უმაგრებდა მეღვინეებს. თუმცა დადგა დრო ვაღიაროთ, რომ ბორდოში ბევრი რამ შეიცვალა და ყველაფერი ძველებურად აღარ არის - იქაურ მეღვინეებს ახლა უკვე უამრავ სერიოზულ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჭარბწარმოების შედეგად ღვინის შესასყიდი ფასი ეცემა და მეღვინეებს გაჭირვებითღა გააქვთ თავი - ღვინოს ბორდოში ხომ ძირითადად კერძო შატოებში განთავსებული მცირე მარნები აწარმოებენ. სიტუაციას ვერც იშვიათი, ლუქს კლასის ღვინოები  შველის – მათი წილი ბორდოს მთლიანი პროდუქციის 7-10 %-ს არ აჭარბებს.

1995 წლიდან მოყოლებული, სიტუაცია სულ უფრო მძიმდება – აცხადებს ღვინის მეურნეობა Haut-Brion –ის დირექტორი ჟან-ფილიპ დელმი. მისი თქმით, ადრე ექსკლუზიური სასმელები რეგიონის ერთგვარი მამოძრავებელი ძალა იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. ჟირონდის სოფლის მეურნეობის პალატის მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 2009 წელს რეგიონის ღვინის მწარმოებელი კომპანიების 20-25%-მა იზარალა. 2009 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 2010 წლის ივლისის თვის ჩათვლით, ფასები კასრის წითელ ბორდოზე 8%-ით, ხოლო ზოგიერთ სხვა სახეობაზე კი – მთელი 20%-ით დაეცა. 2010 წელს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.

იმისთვის, რომ მეღვინეებმა ზარალი არ ნახონ, ღვინის გასაყიდი საბითუმო ფასი ბარელზე (900 ლ) 800 ევრო მაინც უნდა იყოს. ჟირონდის სოფლის მეურნეობის პალატის მონაცემების მიხედვით კი, ღვინის დაახლოებით 45% მინიმალურზე დაბალ ფასად გაიყიდა. Bordeauxდა Bordeaux Superieur  გაერთიანებები ამ ეტაპზე ცდილობენ იმას მაინც მიაღწიონ, რომ ღვინის საბითუმო ფასი ბარელზე 800 ევროზე ნაკლები არ იყოს. ბორდოს მერის მრჩეველი ამტკიცებს, რომ ღვინოზე ფასების ვარდნა ჭარბწარმოებითაა გამოწვეული. მართლაც, ზოგიერთ რეგიონში, ევროპელ რეგულატორთა ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გახდნენ, ვენახებიც კი გაეჩეხათ, რათა თავიდან აეცილებინათ ჭარბწარმოება და მისგან გამოწვეული პრობლემები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული