Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბელგიური კომპანიის ღვინის სერია

“ღვინოები მთელი მსოფლიოდან”  - ასე ეწოდება ღვინოთა სერიას, რომელიც ბელგიურმა კომპანია Delhaize-მ გამოუშვა და გასაყიდად სუპერმარკეტების ქსელ “365”-ში გაიტანა. ახალი სერიის ერთგვარ სახედ იქცა საცობი - მისი გამოსახულება ეტიკეტებზეა დატანილი. თანაც დიზაინერების მცდელობით, ეტიკეტებზე გამოსახულ საცობს ადამიანის სახე აქვს მიცემული. თითოეულ მათგანს კონკრეტული ნაციონალური ელფერი მიანიჭეს. მაგალითად, იმ ბოთლის ეტიკეტზე, რომელიც ამერიკის კალიფორნიის შტატში იწარმოება, საცობს ინდიელთა ბელადის გამოსახულება ექნება, ხოლო ჩილეში ნაწარმოებ ღვინოს აღდგომის კუნძულის ცნობილი  გიგანტური ქანდაკება დაამშვენებს. არგენტინული ღვინის ეტიკეტზე დატანილი გამოსახულება ძალიან ჰგავს დიეგო მარადონას. სერიაში მსოფლიოს საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყნები მოხვდებიან: ავსტრალია, ჩილე, ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, იტალია და სამხრეთ აფრიკა. საფრანგეთი კი რამდენიმე რეგიონით (ბერჟერაკი, პროვანსი, რონა) ცალკე იქნება წარმოდგენილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული