Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბაგრატიონი 1882" რებრენდინგს გეგმავს

კომპანია "ბაგრატიონი 1882" მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული კომპანიის CLAESSENS-ის დახმარებით რებრენდინგს გეგმავს და საზოგადოებას სასმელის ახალ სერიას - "კლასიკური", გაუმჯობესებული ხარისხითა და განახლებული სახით წარუდგენს.

ოქტომბრიდან, მომხმარებელს საშუალება მიეცემა, ოთხი განსხვავებული გემოს მქონე ახალი ``ბაგრატიონი კლასიკური`` შეიძინოს - ``ბაგრატიონი`` კლასიკური ბრუტი, ``ბაგრატიონი`` კლასიკური მშრალი – გამაგრილებელი, ``ბაგრატიონი`` კლასიკური ნახევრადმშრალი – საქართველოში ყველაზე პოპულარული გემო – და ``ბაგრატიონი`` კლასიკური ნახევრადტკბილი – სასიამოვნოდ მოტკბო გემო. ერთდროულად განხორციელდა ქარხნის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და პროდუქციის გარეგნული იერსახის გაუმჯობესება.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად პროდუქციის ფასი დაახლოებით 8 პროცენტით გაიზრდება. ``ბაგრატიონი 1882``-ს გააჩნია საკუთარი ვენახები საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ მიკრო ზონებში. მათი საერთო ფართობი 200 ჰექტარია, სადაც მოჰყავთ ყურძნის ჯიშები – ჩინებული, გორული მწვანე, პინო, შარდონე და ციცქა. რთველის პერიოდში კომპანია დამატებით რაოდენბის ყურძნსაც ყიდულობს. მიმდინარე წლის ბოლომდე, ``ბაგრატიონი 1882`` ყველასთვის ცნობილი ``ბაგრატიონი ოქროს``, ``ბაგრატიონი ვარდის`` და ``ბაგრატიონი წითელის`` განახლებულ ვერსიასაც შესთავაზებს მომხმარებელს. ხოლო მომავალ წელს დაგეგმილია ტრადიციული მეთოდით დამზადებული, განახლებული "ბაგრატიონი რეზერვი" ბრუტის, მშრალისა და ნახევრად მშრალის გამოშვება.

რადიო ``კომერსანტი``

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული