Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანური 45 ათას დოლარად

კომპანია De Watere-მ ჩამოასხა შამპანური, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს მსოფლიოში. ამ პარტიის შამპანურის ერთი ბოთლი 45 290 დოლარი ღირს. შამპანური ლამაზ ბოთლშია ჩამოსხმული და ბრილიანტებით მოოჭვილი, 24-კარატიანი ოქროს მონეტა ამშვენებს. მონეტა სახელგანთქმული გერმანული საიუველირო სახლის მიერაა დამზადებული. შამპანურის ბოთლი მოთავსებულია ხელით დამუშავებულ და ოქროთი მოვარაყებულ ხის ყუთში. შამპანურის თეთრი სახეობის დასამზადებლად 80% პინო ნუარი და 20% შარდონე გამოიყენეს, ვარდისფერი კი მხოლოდ პინო ნუარისგან დააყენეს. აღნიშნული პარტია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 22 500 ბოთლი ჩამოასხეს. მათგან 20 ათასი ბოთლი ბაზარზე გასაყიდად გავა, დანარჩენი კი კომპანიის საკუთრებაში დარჩება.
© ღვინის კლუბი/Weekend


ზუსტად ამდენი მჭირდება მთელი ცხოვრების მოსაწყობად და ზოგიერთს კი შეუძლია ეს დალიოს და მეტი არაფერში სჭირდება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული