Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ბადაგონის“ ღვინოების დეგუსტაცია

გუშინ, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კომპანია „ბადაგონმა“ თავისი საუკეთესო ღვინოების დეგუსტაცია გამართა, რომელსაც „ბადაგონის“ ღვინის მეტრი, დოქტორი დონატო ლანატი უძღვებოდა. მეღვინეების, სომელიეებისა და სასტუმროთა ქსელების მეპატრონეთა გარდა დეგუსტაციას პრესის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.  შესანიშნავი ქართული მუსიკის თანხლებით ღვინის მოყვარულებმა და პროფესიონალებმა 7 დასახელების გამორჩეული ღვინო დააგემოვნეს.

Prosecco Borgo Magredo - ფრიულური (იტალია) ქცრიალა ღვინო ძალზე ეფექტური დასაწყისი იყო დეგუსტაციისთვის. პროსეკოს ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ეს კლასიკური იტალიური ექსტრა მშრალი ცქრიალა ღვინო მომწვანო ღია ჩალისფერით ხასიათდება. ამ ძალზე ხალისიანი ღვინის სურნელში წინა პლანზე ვაშლის, ხილის ყვავილების, თაფლისა და ასევე მინერალური ტონები გამოდის.
 
წინანდალი – 2006 – წინანდლის მიკროზონაში მოწეული რქაწითლიდან და მწვანედან დაწურული ეს ღვინო პირველ რიგში თვალს ახარებს. სხივებიანი მომწვანო ჩალისფერი უკვე კარგ განწყობას უქმნის ღვინის მოყვარულს, ლიმნის და სხვა ციტრუსების სურნელი კი, მაცოცხლებელ მჟავიანობასთან და მწვანესთვის დამახასიათებელ მსუბუქ სიხისტესთან ერთად, შესანიშნავ საზაფხულო სასმელად აქცევს ბადაგონის ამ „წინანდალს“.
 
კახური წარჩინებული (თეთრი) – 2005 – 100% რქაწითლიდან დაყენებული ეს ღვინო ნამდვილად ყველაზე დიდი სიახლეა ქართული ბაზრისთვის, რომელიც „ბადაგონის“ სახელით დონატო ლანატიმ შემოგვთავაზა. ღია მწვანეთი შეფერილი ეს ჩალისფერი ღვინო ხილის ყვავილებისა და ვენახის ატმის ძალზე ეფექტური სურნელებით გამოირჩევა. ესაა დაბალანსებული, ჰარმონიული ღვინო სასიამოვნო გემოთი, ცოცხალი მჟავიანობითა და იმავდროულად, სირბილით.
 
კახური წარჩინებული (წითელი) – 2005 – ალავერდის ტაძრის სიახლოვეს გაშენებული საფერავიდან დონატო ლანატი კიდევ ერთ პრემიალურ ქართულ ღვინოს ამზადებს. ღვინო უკვე სიმწიფეშია შესული, ფერზეც დაეტყო სიძველის სასიამოვნო ნიშნები და გემოზეც მეტად გამოჩნდა მწიფე ხილის ტონები, მაგ. ზღმარტლის, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის შავი მოცხარის სურნელი და სიმწკლარტე.
 
დეგუსტაციაზე ასევე დააჭაშნიკეს ახალი „საფერავი“ (2007 წლის), ალაზნის ველზე მოყვანილი საფერავიდან დაწურული ნახევრადმშრალი ღვინო „ფიროსმანი“ და სასიამოვნო ღია ბროწეულისფერი, უნაზესი „ხვანჭკარა“. ამის შემდეგ „ბადაგონი“ უგემრიელესი ხემსითა და საუკეთესო ღვინოებით  გაუმასპინძლდა სტუმრებს.
 
vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული