Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (7) 26.10.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

20 ოქტომბერს, ღვინის ბარმა - “ღvino underground” ნატურალური წითელი ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა. ამჯერად, ბარში შეკრებილმა ღვინის მოყვარულებმა და დეგუსტატორებმა ფრანგული და იტალიური ღვინოების გემო გასინჯეს, რომელიც ღვინის ცნობილ რეგიონებში იწარმოება. ბარბერადან, ნებიოლოდან, სანჯოვეზეზედან დასხვა ჯიშებიდან დაყენებულიღვინოები “ვინოანდერგრაუნდის” წარმომადგენლებმა ლონდონშიწელს გამართული ნატურალური ღვინის ფესტივალიდან ჩამოიტანეს.

აღნიშნული დეგუსტაცია უკვე მესამეა, რომელიც ღვინის ბარში გაიმართა. გასულ თვეებში “ვინოანდერგრაუნდმა” თეთრი და წითელი ნატურალური ღვინოების დეგუსტაციასაც უმასპინძლა, სადაც ფრანგული, ესპანური, იტალიური და ევროპის სხვა ქვეყნების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ღვინის საერთაშორისო ღონისძიება - “გრანდ ტერუარი” წელს თურქეთის ქალაქ იზმირში ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებმა დეგუსტაციისთვის შერჩეული ღვინოების ჩამონათვალი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს. მათ შორის ორი ქართული ღვინოც მოხვდა,2010 წლის“სამშვენისი” კომპანია“თელიანი ველიდან” და 2009 წლის “საფერავი” – “შუხმანის ღვინოებიდან”.ქართული ღვინის ასოციაციამ რამდენიმე სახეობის ღვინო ლონდონში შესამოწმებლად 8 ოქტომბერს გააგზავნა, პასუხები კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. „გრანდ ტერუარი“ ქალაქ იზმირში 9 ნოემბერს გაიხსნება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

კომპანია „შატო–მუხრანმა“ ბაგრატიონების საგვარეულო მამულში საჯარო ღონისძიება გამართა. სტუმრებისთვისთვის პირველად გაიხსნა ივანე მუხრანბატონის ახლად აღდგენილი სასახლე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები. მათ საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ „შატო მუხრანის საგვარეულო ვენახები და კომპანიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ისტორიული ექსკურსის გარდა, ღონისძიებამ ტრადიციული ქართული აქტივობებიც გააერთიანა: რთველი, ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის ცხობა და ა.შ.

ერთ–ერთი უძველესი ტრადიციების მქონე საგვარეულო მამულში ღონისძიება კონცერტითა და „შატო–მუხრანის“ პრემიუმ კლასის ღვინოების დაგემოვნებით დასრულდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სურსათის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს, რომლის მთავარი თემა გახლდათ – „აგრარული კოოპერტივები – მსოფლიოში შიმშილის დაძლევის გზა“ . ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მიმართვა გააცნო. შეხვედრის მთავარ თემას ორგანიზატორები ადგილობრივი აგრარული კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა–დეგუსტაციით გამოეხმაურნენ. უფროსების გარდა, ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ამ თემასთან დაკავშირებული პოსტერები შექმნეს და საჯაროდ სწორედ ამ დღისთვის გამოფინეს. მსოფლიო სურსათის დღე ყველა ქვეყანაში ყოველი წლის 16 ოქტომბერს აღინიშნება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

„თუკი ღვინის აკვნის სტატუსი საქართველოს ექნება, ეს სომხური ღვინოების ექსპორტს ხელს სულაც არ შეუშლის, რადგან ამ სტატუსის ქვეშ მთელი კავკასიის მთიანეთი მოიაზრება. საქართველოსაც, ისევე აქვს „ღვინის აკვნის“ სტატუსის მიკუთვნების უფლება, როგორც სომხეთს“ – ეს სიტყვები მეღვინესა და კომპანია „ვედი–ალკოს“ მფლობელს მანველ ხაზარიანს ეკუთვნის. მისი თქმით, ქართულისგან განსხვავებით, სომხური ღვინოების ბაზარზე გატანის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მისი არაპუპულარობაა, რაც ქართულზე არანაკლები ხარისხის სომხურ ღვინოებს საერთაშორისო ბაზრის კარებს უკეტავს. შეგახსენებთ, რომ ევროკაშვრიის გადაწყვეტილებით, 2012 წლის მარტში „ღვინის აკვნის“ სტატუსი საქართველომ მიიღო, რასაც სომეხი მეღვინეენის პროტესტი მოყვა. საკითხი დღემდე პოლემიკის საგნად არის ქცეული.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ახლა, გავიგოთ რა მონაცემები გვაქვს ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ჩვენ ვაზისა და ღვინისა დეპარტამენტის – „სამტრესტის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ. 23 სექტემბრის მონაცემებით, 2012 წელს ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს მასშტაბით 41 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინაზე, ყაზახეთსა და ბელორუსიაზე მოდის.  სამივე ქვეყანაში გასულმა ღვინის რაოდენობამ,  წელს ერთად 12 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. საექსპორტო ქვეყნებს შორის არის ასევე: გერმანია, ლიტვა, პოლონეთი, ლატვია, ნიდერლანდები, იტალია, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, შევედეთი და ა.შ.  შარშანდელისგან განსხვავებით, წელს საექსპორტო ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა ხორვატია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, რუმინეთი, ირლანდია, ეგვიპტე, სინგაპური და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, თუმცა ქართული ღვინის კომპანიებს, სლოვენიისა და ნორვეგიის სახით ახალი საექსპორტო პარტნიორები გამოუჩნდათ. საერთო ჯამში, 2012 წელს, ქართული ღვინის ექსპორტმა 18 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც წინა წელს 5 მილიონით აღემატება. სამწუხაროა, რომ ექსპორტზე გასული ღვინოების საგრძნობი კლება შეინიშნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა – გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია და სხვ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

კულინარიისა და სასმელების საერთაშორისო ღონისძიება – „სალონ დელ გუსტო – ტერა მადრე“ ტრადიციულად იტალიაში, ქალაქ ტურინში ტარდება. ღონისძიება გუშინ გაიხსნა და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროფესიონალი სომელიეები და შეფ–მზარეულები თავიანთ სამზარეულოს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან წარადგენენ. ღონისძიებებს შორის ქართული ღვინის ჩვენება–დეგუსტაციაც  იქნება, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებაზე,  ქართულთან ერთად,  ღვინოებს ხორვატიიდან, სერბეთიდან, კატალონიიდან და თურქეთიდანაც წარადგენენ.  იტალიაში,  ქართული ღვინო იმერეთისა და კახეთის რეგიონების წითელი და თეთრი ღვინოებით წარსდგება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოების ფარგლებში კიდევ ერთი დაჯილდოება გაიმართა. ამჯერად, კონკურსზე აზიური ღვინოები შეაფასეს. კონკურსზე სულ 2250 დასახელების ღვინო წარადგინეს. აქედან სხვადასხვა სახის ჯილდო 20 დასახელების ქართულმა ღვინომ დაიმსახურა. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა:

„დიდი ოქროს მედლები“ –  „ხარებას“ მწვანესა და “wine man”-ის წინანდალს გადასცეს. მეღვინეობა „ხარებას“ ერგო ვერცხლის მედალიც, რომელიც მან 2011 წელს ჩამოსხმული „კრახუნასთვის“ მიიღო. საფერავმა კი სამ ქართულ კომპანიას  – „ასკანელ ძმებს“, „ბესინს“ და „ვაინ მენს“ „დიდი ვერცხლის მედლები“ მოუტანა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, დაჯილდოვდნენ: „თბილღვინოს“ საფერავი, „ასკანელი ძმების“ მუკუზანი, „ხარებას“ ორი დასახელების ღვინო – „შატო მარკო საფერავი პრემიუმ გოლდი“ (2009 წელი) და „ინ ვინო ვერიტას“ (2008 წელი) და ასევე კომპანია „ვაინ მენის“ მიერ ჩამოსხმული მუკუზანი. კონკურსის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს  „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინოებმაც.

2000–ზე მეტი დასახელების ღვინო წამყვანი აზიელი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აზიური ღვინოების კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და ჯილდო წარმოდგენილი ღვინოების 84%–მა მიიღო.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ახლა კი „მარანის“ ახალი ნომრის შესახებ გეტყვით. შეგახსენებთ ეს გაზეთი ყოველკვირეული "უიკენდის"  დამატებაა. ლევან სებისკვერაძის სტატია ქართული მეღვინეობის კიდევ ერთ პარადოქსზე მოგვითრობს, ანუ როგორ ჩაანაცვლა თბილისმა სოფელი და რატომ?. აქვეა სტატია, რომელიც რამდენიმე ახლადგამოცემულ, უცხოენოვან ამპელოგრაფიებში ქართული ვაზის ჯიშების აღწერის საკითხებს ეძღვნება და ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევების შედეგებს წარმოადგენს. ამავე ნომერში იხილავთ ცნობილი ქართველი მთამსვლელისა და ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის მიერ გადაღებულ ფოტო–ისტორიას, რომელიც გასული საუკუნოს ნახევარში, მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ბიუროს თავმჯდომარის –  ბარონი პიერ ლე რუას  საქართველოში სტუმრობას ასახავს. ამ საინტერესო სტატიეთან ერთად, გაზეთში ტრადიციულად შეხვდებით რეცეპტებს, ახალ ამბებს, რჩევებს და ახალ რუბრიკას – „ღვინვორდი“, ღვინის ტემაზე შექმნილ კროსვორდს. შეგახსენებთ, გაზეთი დღეს გამოვიდა და მის შეძენას  გაზეთ „24 საათის“ ყოველკვირეულ დამატებასთან – „ვიქენდთან“ ერთად შეძლებთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული