Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალის სამზადისი

© რუსა გორგაძის ფოტო

ქეთო ნინიძე

„ახალი ღვინის ფესტივალის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაში შედის. ყველასათვის ცნობილია,რომ ფესტივალმა 2015 წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. აქამდე ის ერთდღიანი ღონისძიების სახით ტარდებოდა, წელს კი - სამდღიან პროგრამას- დახურული და საჯარო, სახალხო აქტივობების მრავალფეროვნებას მოიცავს. 

ფესტივალი 8 მაისს, საღამოს გაიხსნება რესტორან „ფუნიკულორში“ და პირველი დღე დაეთმობა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაწურული ღვინოების (9 სახეობის ღვინო) დეგუსტაციას. 8 მაისს, საღამოს გაიმართება ფესტივალის საზეიმო მიღება მოწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიების პირველი დღის დახურულ ღონისძიებებზე მოწვეულნი იქნებიან ფესტივალის მონაწილეთა - ღვინის მწარმოებელი კომპანიების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების - წარმომადგენლები, ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები და საინფორმაციო მხარდამჭერები, უცხოეთიდან საგანგებოდ ფესტივალისთვის მოწვეული სტუმრები - ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ვაინბლოგერები და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები. 

ღვინის მოყვარულები, პროფესიონალები, ენთუზიასტები და საქმოსნები თბილისსა და მის გარეთ ყოველწლიურად მოუთმენლად ელიან წლის მთავარ მოვლენას ღვინის სფეროში  - „ახალი ღვინის ფესტივალის“ ღია, საჯარო ღონისძიებას. ფესტივალის ამ ნაწილს, ტრადიციულად, ათასობით ადამიანი სტუმრობს და ეს საზეიმო განწყობა, სახალხოობა არის „ახალი ღვინის ფესტივალის“ სავიზიტო ბარათი. ეს არის დრო და სივრცე, სადაც ერთად იყრიან თავს ღვინის მსხვილი მწარმოებლები, მცირე  და საოჯახო მარნები, ღვინის ასოციაციები და ფიზიკური პირები, ახალგაზრდები და ჭარმაგები, ოჯახები და შეყვარებული წყვილები. სწორედ ამ დემოკრატიული ღონისძიების საშუალებით „საქართველოს ღვინის კლუბი“ რამდენიმე წელია, ეწევა საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნებს შორის მოტივაციისა და კონკურენციის გაზრდას, ახალი და პერსპექტიული სახელების ცნობადობის ამაღლებას, ახალგაზრდებს შორის ღვინისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას და სხვ. 

ღვინის მოყვარულებს წლევანდელ „ახალი ღვინის ფესტივალზე“ განსაკუთრებით დიდი არჩევანი ექნებათ - დიდი კომპანიები, ასოციაციები, მცირე მწარმოებლები (60-მდე მონაწილე) და 55 საოჯახო მარანი (72 ღვინო). უკანასკნელ წლებში ვიზიტორთა ნაკადების მომრავლების გამო „ახალი ღვინის ფესტივალის“ ლოკაცია წელს, ეთნოგრაფიული მუზეუმის ნაცვლად, დედა ენის ბაღი იქნება. აქ ფესტივალი გაცილებით მეტ სტუმარს უმასპინძლებს. 

რაც შეეხება, ფესტივალის პროგრამას, წელს ის განსაკუთრებით მრავალფეროვანია და უფრო და უფრო მეტ ინტერაქტიულ ღონისძიებას მოიცავს. კომპანია „ბორჯომის“ კუთხეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიირთვან მწვადი და თონის პური; დაისვენონ თივის ზვინებით მოწყობილ ბუნებრივ გარემოში. ბორჯომის სტენდთან შესაძლებელი იქნება სამახსოვრო სურათების გადაღება, აქვე, რეცეპტების კუთხეში კი, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ლიფლეტების სახით წარმოდგენილი კერძების რეცეპტების გაცნობა და, რაც მთავარია, რეცეპტების ინტერაქტიულ წიგნში საკუთარი რეცეპტის აღნუსხვა. სათემო კავშირი ნუკრიანი და „ნუკრიანის სახელოსნოები“ წარმოადგენს ხელნაკეთ ნამუშევრებს, ღვინის სუვენირებს და, რაც ყველაზე საინტერესოა, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ, საკუთარი ხელით შექმნან თიხისა და თექის ნაკეთობები. იმოქმედებს ღვინის კაფე და კვების ობიექტი. ჩატარდება რამდენიმე სახალისო კონკურსი. ფესტივალს  მუსიკალურად გააფორმებს ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, „ნალი ბენდი“ და, რა თქმა უნდა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მეგობარი - რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, რომელიც უკვე მეორე წელია, ქმნის ღონისძიების დახვეწილ მუსიკალურ გარემოს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს „ახალი ღვინის ფესტივალს“.  

მესამე დღისთვის „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“ თავის უცხოელ სტუმრებს ღვინის ტურებს უმზადებს. სტუმრები ეწვევიან კახეთისა და ქართლის მნიშვნელოვან ენოტურისტულ პროექტებს (ყვარლის „გვირაბი“, „ველისციხის ვერანდა“), ისტორიული ძეგლებს (ატენის სიონი), საოჯახო მარნებს (იაგო ბიტარიშვილის, გოგი დვალიშვილის, გიორგი რევაზაშვილის), მცირე საწარმოებსა („ხოხბის ცრემლები“) და დიდ ქარხნებს („შუმი“, „კორპორაცია ქინძმარაული“). 

წელს „ახალი ღვინის ფესტივალს“ ეწვევიან სპეციალური სტუმრები ჰოლანდიიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. შევეცდებით, მოკლედ გაგაცნობთ ფესტივალის საგანგებოდ მოწვეული სტუმრები:

მერიელა ბუეკერსი - ჰოლანდიელი ღვინის მწერალი, ღვინის განმანათლებელი და ბლოგერი, რომელიც აქტიურად მუშაობს სამუზეუმო სექტორში. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ისტორია და სიძველეები, ამდენად საკუთარ ნაწერებში ის, უმეტესად, ღვინის ისტორიულ ფაქტებს აღნუსხავს. ბუეკერსი, ასევე, ავტორია ღვინის პოპულარული და მასშტაბური გზამკვლევისა - Rainbow Wine Guide, სადაც მსოფლიოს 250-ზე მეტი ღვინოა აღნუსხული. 

კეტრინ ტენი და მარტა აბოტი - რადიო Muse-ს დამფუძნებლები და ბლოგერები რომიდან, რომლებიც თავიანთ ქალაქში ცნობილნი არიან, როგორც მრავალმხრივი და შემოქმედებითი ადამიანები - მხატვრები, დიზაინერები, მუსიკოსები, ფილმმეიკერები. ეს ტანდემი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს მოგზაურობს და აგროვებს საინტერესო ამბებს, თავიანთი რადიომსმენელებისთვის. თავიანთ ვებგვერდზე უახლოეს გეგმებზე საუბრისას ისინი მსმენელს / მკითხველს წარმტაცი საქართველოდან 8000-წლოვანი მეღვინეობის ტრადიციების შესახებ სულ მალე საინტერესო ამბებს ჰპირდებიან.  

სარა მეი გრუნვალდი - სომელიე იტალიიდან, Istituto Lorenzo de’ Medici-ის პროფესორი, რომელიც უძღვება კურსს იტალიური ღვინის შესახებ. სარა მეი გრუნვალდი ქართული ღვინის დიდი გულშემატკივარია, ის არის ტურისტული კომპანიების მფლობელი. მათ შორის, ერთ-ერთი კომპანია საქართველოშია დაფუძნებული - „Taste Georgia“ და უძღვება ღვინისა და გასტრონომიის ტურებს საქართველოში. ის აგრეთვე საკუთარი ბლოგის - Tasting Rome - აქტიური ბლოგერია. 

სალი პროსერი - ფუდბლოგერი დიდი ბრიტანეთიდან. მისი ბლოგი My Custard Pie - დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ მედიაში და ტოპ ჩარტების 15-ეულში მყარ პოზიციას იკავებს პლატფორმების facebook, Twitter, Istagram - მონახულებების სტატისტიკით. ბლოგის ერთ-ერთი განყოფილება ღვინოს ეთმობა. სალი პროსერი პირველად 2014 წელს ეწვია საქართველოს. მაშინ მისი მთავარი ამოცანა ქართული სამზარეულოს გაცნობა იყო, რასაც მან რამდენიმე პუბლიკაციაც მიუძღვნა. ამჟამად მისი ინტერესის ფოკუსში ქართული ღვინო მოექცევა.  

ტატიანა გრიბოვა - ჟურნალ „AEROPLAN“-ის კორესპონდენტი უკრაინიდან. საბორტო ჟურნალი „AEROPLAN“ ძირითადად, ტურიზმის სფეროს სიახლეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებაზეა ორიენტირებული. აქ ვხვდებით საინტერესო რეპორტაჟებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟურნალზე წვდომა აქვთ ისეთი ავიაკომპანიების მომხმარებლებს, როგორებიცაა British Airways, Turkish Airlines, Al Italia, Royal Jordanian და სხვ. ჟურნალი ვრცელდება, აგრეთვე, უკრაინის დიდი ქალაქების მაღალი კლასის რესტორნებში, სასტუმროებსა და სპა ცენტრებში. 

ეს არის არასრული სია იმ სტუმრებისა, რომლებიც „ახალი ღვინის ფესტივალს“ წელს ეწვევიან, გაიცნობენ, ან უკეთ გაიცნობენ საქართველოს, ქართულ ღვინოს და მეტ ინფორმაციას მიაწოდებენ, მეტ ემოციებს გაუზიარებენ თავიანთ მკითხველებს, მსმენელებს - პროფესიულ საზოგადოებას და მოყვარულებს. 

გელით დედაენის ბაღში 9 მაისს!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



kutaisshi xo ar imarteba shentxvevit??


გამარჯობათ , მაინტერესებს ყველას შეუძლია თუ არა ფესტივალის გახსნას დაესწროს მთაწმინდაზე? მოსაწვევვები აუცილებელია?


სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა ქართველთა მორიგი გაღატაკება და საკუთარი მიწაწყლიდან აყრა, რაც გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ წარმატებით ხორციელდება. ღვინის ასოციაცია გვარგადაკეთებული კაცის ხელში იყო ისე როგორც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოსტი. მან პირადად ხელი შეუწყო გვარგადაკეთებულების(ძირითადად სომხების, რომლების ძირითდი მიზანია საქართველოს მიწის ხელში ჩაგდება) ხელში ქართული ვენახების და მეღვინეობის ჩაგდება. მეღვინეობა დღეს საეჭვო ხალხის ხელშია რომელთაც ღვინოსთან არანაირი შეხება არა აქვთ და სახელს უტეხენ ქართულ ღვინოს, მათ არც ღვინის არაფერი გაეგებათ და არც ქართული სამზარეულოსი. კარგია რომ აწყობთ ამ გამოფენებს მაგრამ რაიმე გააკეთეთ იმისთვის რომ ქართველ მეღვინეს მიეხმაროთ რომ მან თავისი ნაწარმი გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე და არა ვიღაც ვიგინდა გარეწარმა?!


მკაცრი შეფსებაა!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული