Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ახალი ღვინის ფესტივალის“ დასკვნითი დღე - ღვინის ტურები

ქეთევან ადეიშვილის ფოტო

10 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის დასკვნით დღეს მოეწყო ღვინის ტურები კახეთისა და ქართლის რეგიონებში უცხოეთიდან საგანგებოდ მოწვეული სომელიეების, ვაინბლოგერების, ღვინის ჟურნალისტების, მწერლების, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორებისათვის. ენოტურებში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალები, მედიის სფეროსა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ღვინის ტურები მოიცავდა კახეთისა და ქართლის რეგიონებში მნიშვნელოვანი ენოტურისტული ობიექტების - დიდი და მცირე საწარმოების, ღვინის რესტორნების, მუზეუმების, საოჯახო მარნების დათვალიერებასა და აღნიშნულ ობიექტებში ღვინის დაგემოვნებას. კახეთის რეგიონში ტურისტები ეწვივნენ „ველისციხის ვერანდას“ („კახური ტრადიციული მეღვინეობა“), „ხოხბის ცრემლებისა“ და „კეროვანის“ მარნებს, ყვარლის „გვირაბს“ („მეღვინეობა ხარება“), „კორპორაცია ქინძმარაულისა“ და „შუმის“ საწარმოებს, მუზეუმებს, საცავებსა და საკოლექციო ვენახებს. ენოტური ქართლის რეგიონში კი, ძირითადად, ორიენტირებული იყო მცირე და საოჯახო მარნების დათვალიერებაზე. ტურისტებმა მოინახულეს და დააგემოვნეს ღვინო გოგი დვალიშვილის, გიორგი რევაზაშვილისა და იაგოს მარნებში, მათვე მოინახულეს საქართველოს ისტორიული ძეგლი - ატენის სიონი. 

ტურში მონაწილეობდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან - დიდი ბრიტანეთიდან - პოპულარული ფუდბლოგერი - სალი პროსერი; იტალიიდან - გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები - სოფი რიბი და ალფრედო ფარინასო, სომელიე და ვაინბლოგერი, სარა მეი გრუნვალდი, ჟურნალისტები - მარტა აბოტი და კეტრინ ტენი, ჰოლანდიიდან - ღვინის მწერალი და ღვინის ქრონიკების ავტორი - მერიელა ბუეკერსი,  უკრაინიდან - ჟურნალისტი, ტატიანა გრიბოვა, იაპონიიდან - ფოტოგრაფები - კეიკო კატო, მაი ჰანანო და სხვები. მათი უმეტესობის ჩამოყვანა საქართველოში საგანგებოდ „ახალი ღვინის ფესტივალისთვის“ უზრუნველყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ელენე ბუხაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ინფო ტურები, სადაც ტურისტები უშუალოდ, ხედავენ, ისმენენ და შეიგრძნობენ მოვლენებს, გაცილებით ეფექტური მარკეტინგული საშუალებაა, ვიდრე - ტურისტებისთვის მხოლოდ ბროშურებში აღწერილი ინფორმაციის მიწოდება. ის პუბლიკაციები და პრეზენტაციები, რასაც ამგვარ ინფო ტურებში მონაწილეობის შემდეგ შექმნიან უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები, სამომავლოდ ვიზიტორთა მოზიდვის მნიშვნელოვან წინაპირობად იქცევა.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2015“-ის მხარდამჭერები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო,  თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კომპანია „ბორჯომი“. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ „ღვინის საინფორმაციო ცენტრი“ და „მარანი“ (vinoge.com), ტელეკომპანია GDS, რადიო „უცნობი“, რადიო „ჯაკო“, ღონისძიების პარტნიორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და GT Travel Group. 

11 მაისიდან „ახალი ღვინის ფესტივალი 2016“-ის დროის ათვლა დაიწყო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული