Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2015 იწყება

ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის კამპანია უკვე ძალას იკრებს გადამწყვეტ ფაზაში შესასვლელად. წელს ის, უკვე, მეექვსედ გაიმართება ახალ ლოკაციებში, 8-10 მაისს და მისი წლევანდელი წანამძღვარი იქნება - იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები. 

წლევანდელი ღონისძიება თავს დაგვამახსოვრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით.  პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ფესტივალი სამდღიანია და სამივე დღე განსხვავებული ფორმატისა და შინაარსის აქტივობებს ითვალისწინებს  სხვადასხვა აუდიტორიისთვის. გარდა ამისა, წლევანდელ ფესტივალზე მოწვეული იქნება მსოფლიოს ღვინის ექსპერტების, ჟურნალისტებისა და ბლოგერების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა. 

პირველ დღეს, 8 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. 8 მაისის დახურული ღონისძიებები განკუთვნილია პროფესიული საზოაგადოებისა და ფესტივალის სპეციალური სტუმრებისთვის. მოეწყობა იშვიათი ქართული ჯიშების დეგუსტაცია. 

9 მაისს ჩატარდება ფართო  მასშტაბის, საჯარო ღონისძიება, ყველასათვის ნაცნობი ფორმატით, რომელიც ღია სივრცეში, დედაენის ბაღში გაიმართება. ღონისძიებაზე, როგორც ყოველთვის, სპეციალურ ზონებში წარმოდგენილნი იქნებიან ღვინის დიდი კომპანიები, ნატურალისტი მეღვინეები და საოჯახო მარნები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები და ჯაზბენდები, ცოცხალი შესრულებით. ამავე დღეს მოეწყობა ქვევრის გახსნის უკვე ტრადიციადქცეული საზეიმო ცერემონიალი. ჩატარდება სხვადასხვა ტიპის კონკურსები. 

ფესტივალის მესამე დღე (10 მაისი) ითვალისწინებს განსაკუთრებით საინტერესო გასვლით აქტივობებს -  ღვინის ტურებს ქართლისა და კახეთის რეგიონების მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრებში (როგორც დიდ საწარმოებში, აგრეთვე, მცირე საოჯახო მარნებში). ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა, წინასწარ დარეგისტრირდეს ფესტივალის ფარგლებში ღვინის ტურებზე და მონაწილეობა მიიღოს საინტერესო  მოგზაურობაში.

ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კომპანია „ბორჯომი“,  საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია GDS, რადიო უცნობი, რადიო ჯაკო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი და „მარანი“ (vinoge.com). ღონისძიების პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და GT Travel Group.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



უხვად წარმატებებს გისურვებთ!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.