Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიელები მეტ ღვინოს სვამენ

ავსტრალია, რომელიც აქამდე “ლუდის ქვეყნად” იყო ცნობილი, სავარაუდოდ, მალე დათმობს ამ ტიტულს, რადგან როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სასმელებიდან უპირატესობას ახლა უკვე ღვინოს ანიჭებს. ბოლო მარკეტინგულმა კვლევებმა ცხადყო, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ღვინის გაყიდვებმა კონტინენტზე იმდენად მოიმატა, რომ სავარაუდოდ მალე ლუდის გაყიდვებსაც გადაუსწრებს. ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე ღვინის გაყიდვების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, ლუდისა კი – ორჯერ შემცირდა. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ლუდი მაინც მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს და ავსტრალიელთა ალკოჰოლურ მისწრაფებებში 44% იკავებს, ღვინის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 36%-ით შემოიფარგლება. ღვინის პოპულარობის ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ავსტრალიური ღვინის მაღალ ხარისხთან და წარმოების ამ დარგის აღმავლობასთან, რაც ხელს უწყობს ავსტრალიელთა გემოვნების ჩამოყალიბებას და ბაზრის რეგულირებას.

© ღვინის კლუბი/Weekend



საინტერესო პოსტია, დააინტერესებს ქართულ აუდიტორიას

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული