Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ასოციაცია ქართულმა ღვინომ" 2014 წლის შედეგები შეაჯამა

26 თებერვალს თბილისში, სასტუმრო Holliday Inn-ში „ასოციაცია ქართული ღვინის“ 2014 წლის საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი სუბიექტები, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. 

„ასოციაციაცია ქართული ღვინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა, მოკლედ შეაჯამა გასული წლის განმავლობაში საქართველოში მეღვინეობის სფეროს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და „ასოციაცია ქართული ღვინის“ მიერ განხორციელებული პროექტები. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ თანამშრომლობა დიდი ხანია, გრძელდება, თუმცა, ეს პარტნიორობა ოფიციალურად 26 თებერვალს გაფორმდა ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. 

ასოციცია ქართული ღვინის წარმომადგენელმა, ტატა ჯაიანმა დამსწრეთ გააცნო გასულ წელს ორგანიზაციის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი აქტივობები. მან ისაუბრა ქართული ღვინის ბრენდირებისა და 2015 წლის  მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ასოციაციის აქტიურ თანამონაწილეობაზე. 

მარკეტინგული სტრატეგია, რომლის შემუშავება სულ ახლახანს დასრულდა, ითვალისწინებს ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების განსაზღვრასა და იმ ექსპერტებთან თანამშრომლობას, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ამ მიზნით, ცნობილმა ექსპერტებმა - ლიზა გრანიკმა (აშშ) და დებრა მეიბურგმა (ჩინეთი, ჰონგ კონგი) უკვე უზრუნველყვეს საქართველოში შესაბამისი ბაზრებიდან მასტერ-სომელიეების, ბაიერებისა და ღვინის ჟურნალისტების ჩამოყვანა. „ასოციაცია ქართული ღვინო“ თანამშრომლობს მსოფლიოში პოპულარულ  ღვინის კრიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან, როგორებიც არიან ჰიუ ჯონსონი, ჯენსის რობინსონი, ჟურნალ “Vinum”-ის მთავარი რედაქტორი - რუდოლფ კნოლი და სხვანი.

„ასოციაცია ქართული ღვინის“ საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან - USAID (EPI), GIZ, CBI, რომელთა მხარდაჭერით განხორციელებულ აქტივობებში შედის მევენახეთა და მეღვინეთა საჭიროებების კვლევა, ღვინის ტურიზმის პორტალისა და ღვინის ტურიზმის გზამკვლევის მომზადება და სხვ. ასოციაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია ისეთ მნიშვნელოვან პროექტში, როგორიცაა სპეციფიკური მიკროზონების სანედლეულო ბაზის გაფართოების პროგრამა, თანამონაწილეობს ღვინის ცივილიზაციების მუზეუმის საქართველოს პავილიონის კონცეფციის შემუშავებაში და სამეცნიერო პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ქართული ღვინის გენეტიკურ ანალიზს. ის, აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან ვაზისა და ღვინის კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული