Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ასირტიკო – ავსტრალიაში

ღვინის კიკლადური ჯიში – ასირტიკო – როგორც იქნა, გასცდა ხმელთაშუა ზღვისპირეთის ფარგლებს. ასირტიკოსგან დაყენებული ღვინის გასინჯვა ადრე ვულკანური წარმოშობის კუნძულ სანტორინის გარდა ძნელად თუ შეიძლებოდა სადმე, დღეს კი ყურძნის ეს ჯიში თითქმის მთელ საბერძნეთშია გაშენებული. 21-ე საუკუნეში ასირტიკოს ჯიშის ყურძნის რეპუტაცია მკვეთრად ამაღლდა და მისით შორეულ ავსტრალიაშიც დაინტერესდნენ. მწვანე კონტინენტზე, კლერის დაბლობზე, სადაც ცნობილი მარანი Jim Barry Wines  მდებარეობს, ასირტიკო ნახევარ ჰექტარზე გააშენეს. მარანის მმართველის – პიტერ ბერის თქმით, ცოცხალი მჟავიანობით გამორჩეული ასირტიკო შესანიშნავად ეხამება ავსტრალიური სამზარეულოს კერძებს. ამ ჯიშის მშრალი ნიადაგისა და დაავადებებისადმი მდგრადობა მშვენიერ პერსპექტივას ქმნის მისი სამხრეთ ავსტრალიაში წარმატებული გაშენებისთვის. ამასთან, ეს დიდი გამოცდაც არის – ავსტრალიაში ხომ მსოფლიოში ყველაზე მკაცრად დგას სანიტარული კონტროლის საკითხი. ავსტრალიური ასირტიკო, სავარაუდოდ, ხუთი წლის შემდეგ ჩამოისხმება ბოთლებში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.