Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არქეოლოგები და Captain Morgan

არქეოლოგთა ჯგუფმა ახლახან ზღვის ფსკერზე ჩაძირული ექვსი ძველებური ქვემეხი აღმოაჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, ლეგენდარულ მეკობრესა და იამაიკის ვიცე-გუბერნატორს, ჰენრი მორგანს ეკუთვნოდა. მსოფლიოში სახელგანთქმულ რომს Captain Morgan სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა.

იარაღი პანამის სიახლოვეს, იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც 1600 წელს კაპიტან მორგანის გემი ჩაიძირა. ამ ფაქტს ალკოჰოლური კომპანია Captain Morgan-ის მესვეურები გამოეხმაურნენ – მათ განაცხადეს, რომ არქეოლოგიური ექსპედიციის ყველა მონაწილეს თითო კასრი რომით დაასაჩუქრებენ, ხოლო მათ ერთ-ერთ ქარხანას კი მამაცი მკვლევარების სახელი მიენიჭება. კომპანიის მესვეურები იმედს გამოთქვამენ, რომ ჩაძირულ გემზე შესაძლოა რომის – ჭეშმარიტად მეკობრული სასმლის მარაგიც იყოს გადარჩენილი. ცნობილია, რომ ჰენრი მორგანი დიდად აფასებდა რომს და მისი გარკვეული რაოდენობა, სავარაუდოდ, გემზეც ექნებოდა გადანახული. კომპანია დიდ გასამრჯელოს და ახალ სარეკლამო კამპანიაში ჩართვას ჰპირდება მას, ვინც ამ უძველესი რომის თუნდაც ერთ ბოთლს აღმოაჩენს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული