Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

,,აბრაუ-დიურსოს” ფრანგი ძმა

კომპანია SVL -მა, რომელიც ,,აბრაუ-დიურსოს” საკონტროლო პაკეტის მფლობელია, შამპანურის სახლი Chateau d`Avize შეისყიდა. კოტ დე ბლანის რეგიონში განთავსებული მეურნეობა, სადაც grand cru-ს კატეგორიის ყურძენი მოჰყავთ, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. გარდა საწარმოო კომპლექსისა, მასში ღვინის შესანახი ახალი და ძველი სარდაფებიც შედის, რომელთა საერთო მოცულობაც 5 მილიონ ბოთლზეა გათვლილი. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს სახლი მსოფლიოში შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის Moet&Chandon-ის მფლობელობაში იყო, მაგრამ ბოლო დროს ამ სასმელზე საგრძნობლად შემცირებული მოთხოვნის გამო მეპატრონე იძულებული გახდა, საწარმო გაეყიდა. კომპანიის ახალი მფლობელი გეგმავს უმოკლეს დროში გამოუშვას ბაზარზე შამპანური მარკით Chateau d'Avize და Louis XIV. ამ მიზნით მან იჯარით აიღო grand cru-ს კატეგორიის 20 ჰექტარი ვენახი. ახალი შამპანურის პირველი პარტია ბაზარზე 2011 წლის ბოლოსთვის გამოვა. კომპანიის ახალი მფლობელები იმედოვნებენ, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მათი ბრუნვა საგრძნობლად გაიზრდება და წელიწადში 1,5 მილიონი ბოთლი შამპანურის გაყიდვას ვარაუდობენ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული