Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wines of Georgia ივლისის თვეში SevenFifty-სთან ითანამშრომლებს

ორგანიზაცია Wines of Georgia, რომელიც საქართველოს ღვინოებს წარმოადგენს საზღვარგარეთ, გეგმავს პარტნიორობას SevenFiFty-სთან, ონლაინ ბაზართან და პლატფორმასთან, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიას აერთიანებს.

Sevenfifty-სთან ერთთვიანი თანამშრომლობა მიზნად ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს. პროგრამა მოიცავს Wines of Georgias-ს ღვინოების ბმულებს, ყოველდღიურ სიახლეებს, ქართული ღვინოების საძიებო ველსა და ჩამონათვალს, გადმოწერასა და 200 000-ზე მეტი მყიდველის მოსალოდნელ კონტაქტს. დამატებითი გაყიდვებისა და ქართული ღვინოების წახალისების მიზნით, SevenFifty-ს აქცია ასევე ფულად წამახალისებელ საპრიზო პროგრამასაც მოიცავს იმათთვის, ვინც მათი საიტიდან ახალ შეკვეთებს განახორციელებს.

SevenFifty აკავშირებს იმპორტიორებს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და საცალო და სარესტორნო მყიდველებს ერთმანეთთან. მას 50 000-ზე მეტი მიმწოდებელი და 80 000 მყიდველი ჰყავს აშშ-ს 49 შტატიდან. SevenFifty Daily კი არის ონლაინ ჟურნალი ალკოჰოლური სასმელების კულტურისა და ბიზნესების შესახებ. „ჩვენ მოხარულნი ვართ საქართველოსა და SevenFifty-ს თანამშრობლობით. წლევანდელი კამპანიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, აშშ-ში ქართული ღვინოების იმპორტის ზრდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი ღვინოები“. - აღნიშნავს თამარ მეტრეველი, საქართელოს ღვინის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი.

Georgian Wine House-ის დამფუძნებელი მამუკა წერეთელი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ქართული ღვინის შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაში და, შესაბამისად, გაყიდვების ზრდაც: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან მაღალი ხარისხის ღვინოები გავიდეს ექსპორტზე, რათა უცხოელი ღვინის მოყვარულები  ჩვენი ქვეყნითა და ღვინის კულტურით კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ უცხოელი მომხმარებლები შევიდნენ ღვინის მაღაზიებში და იქ ქართული ღვინის დიდი არჩევანი ჰქონდეთ, სხვადასხვა მწარმოებლებისგან.“

Wines of Georgia არის სარეკლამო კამპანია, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აფინსანსებს, რათა აშშ-ს ღვინის ბაზარსა და ფართო საზოგადოებას ქართული ღვინოების ისტორია, კულტურა, ხარისხი და უნივერსალური ქვევრის მეღვინეობა უკეთესად გააცნოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული