Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Enthusiast - სად არის ღვინის სამშობლო?

ღვინის სამშობლოს თემის კვლევას კიდევ ერთი პოპულარული ხასიათის სტატია მიეძღვნა. ცნობილმა ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა Wine Enthusiast-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დილან გარეტის (Dylan Garret) წერილი სათაურით: „საიდან მოდის სინამდვილეში ღვინო?“ (Where Does Wine Really Come From?). ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპაში შედარებით გვიან დაიწყეს მეღვინეობა და რომ ამ ძვირფასი ფერმენტირებული სასმელის ნამდვილი აღმომჩენები მსოფლიო არენაზე მხოლოდ ახლა ბრუნდებიან.

როდესაც ღვინოზე ფიქრობენ, ჩვეულებრივ ბორდოს, ნაპას თუ შამპანის დიდებული რეგიონები ახსენდებათ. ან სულაც ვაზის ჯიშები - პინო ნუარი, მალბეკი, რისლინგი და კაბერნე სოვინიონი. მაგრამ  შუა აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის მეღვინეების მზარდი ჯგუფი მგზნებარედ გვახსენებენ, რომ ისინი წარმოადგენენ მსოფლიოში უძველეს ღვინის მწარმოებელ რეგიონებს და რომ მათ საუკეთესო ღვინოების დაყენება შეუძლიათ.

დილან გარეტი ყურადღებას ამახვილებს უძველეს ქართულ, სომხურ და ლიბანურ ღვინის ტრადიციებზე. ის ამ საკითხზე ქართველ ენოლოგსა და მეღვინეს, ლადო უზუნაშვილს ესაუბრა. გარეტი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდმა მოშალა მეღვინეობის უძველესი ტრადიციები საქრთველოში, დღეს კი მომავალზე ორიენტირებულ მეღვინეებს სურთ აწარმოონ ღვინო უნიკალური ადგილობრივი ჯიშებისგან, უძველესი მეთოდებით. იგი რქაწითელსა და რა თქმა უნდა, საფერავსაც ახსენებს, რომელიც ერთ–ერთია რამდენიმე Teinturier ვაზის ჯიშიდან, რაც ნიშნავს რომ მისი რბილობიც და კანიც ორივე წითელი ფერისაა, განსხვავებით ვაზის სხვა წითელი ჯიშებისგან.

გარეტს ხოსე ვილამოზის (José Vouillamoz) კვლევის შედეგებიც მოგყავს, რომლის მიხედვითაც, DNA-ის ანალიზები ადასტურებს, რომ რქაწითელი ერთ–ერთი ყველაზე ახლო მდგომი კულტივირებული ვაზის ჯიშია იმ უძველეს ველურ ჯიშებთან, რომლებიც მან და პატრიკ მაკგოვერნმა აღმოაჩინეს.

ავტორის დასკვნა განსაკუთრებულ სიახლეს არ გვთავაზობს, თუმცა სასიამოვნოა, რომ ისეთმა დიდტირაჟიანმა გამოცემამ, როგორიც Wine Enthusiast–ია, ვრცელი ადგილი დაუთმო ქართულ ღვინოს. ბოლოს იგი კითხვას სვამს: „მზად არიან ჩვეულებრივი ღვინის მოყვარულები გასინჯონ რაიმე განსხვავებული? თუკი ნატურალური ღვინისადმი და  ღვინის დაყენების ორიგინალური მეთოდებისადმი ინტერესი რაიმე ინდიკატორია, მაშინ შესაძლოა სულ მალე საქართველომ და ლიბანმა ღვინის ჩამონათვალებში ისეთივე ადგილი დაიკავონ, როგორც ბორდომ.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული