Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vinotel - ღვინო და სასტუმრო

თუკი ვამბობთ, რომ საქართველო ღვინის აკვანია, ეს პირველ რიგში, უნდა გულისხმობდეს  მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომ სახელმწიფოში გაღრმავდეს ღვინის განათლება და მომხმარებელმა სწორი დამოკიდებულება გამოიმუშავოს ღვინისადმი. ეს დაგვეხმარება თუნდაც იმაში, რომ ჯეროვნად წარვუდგინოთ აქაური კულტურა და ტრადიციები უცხოელ სტუმარს. 

30 იანვარს საქართველოში ღვინის  მაღალი კლასის ობიექტების რიგს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი - სასტუმრო Vinotel-ი შეემატა თბილისის ცენტრში, ელენე ახვლედიანის # 4-ში. სასტუმროს მდებარეობა და ნაგებობის ფუნქციური დიზაინი, რომელიც ღრმად გააზრებული კონცეფციის ნაწილია, წარმატებული ბიზნეს-პროექტის ერთგვარი გარანტია, იდეის ავტორებისა და დამფუძნებლების  ხედვასთან გაცნობა კი თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, რომ ეს ბიზნესი, ამასთანავე, უაღრესად დასაფასებელი და ურყევი ნებაა, მიმართული ქართული ღვინისა და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ. 

სასტუმროში თითქმის ყველაფერია, რამაც შეიძლება უცხოელ ტურისტს ავთენტური თბილისი დაანახოს. პროექტის  კონცეფცია ითვალისწინებს მე-19 საუკუნის თბილისის კოლორიტის შერწყმას ნატურალური მეღვინეობისა და ნელი კვების (Slow Food) ფილოსოფიასთან. ანტიკვარული, ხელნაკეთი ავეჯი, ხელითვე მოხატული კედლები და ჭერი განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და ბუნებრიობას მატებს აქაურ გარემოს. 

როგორც Vinotel-ის  დამფუძნებელი, თეა ჯოხაძე აღნიშნავს, სასტუმროს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ნატურალისტი ქართველი მეღვინეების პროდუქციის პოპულარიზაცია. ამ სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ ქართული ორგანული ღვინოების  ღირებულება აქ მაღაზიის საფასო ნიშნულს არ აღემატება. სასტუმროსთან არსებული ღვინის მაღაზია განკუთვნილი იქნება არამხოლოდ Vinotel-ის სტუმრების, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის. განსაკუთრებულ აღნიშნვას კი იმსახურებს ის ფაქტი, რომ ღვინის შეძენამდე მომხმარებელს ექნება მისი დაგემოვნების შესაძლებლობა.  

სასტუმროს ღონისძიებათა მენეჯერები და ენოლოგები სულ მალე აქ მნიშვნელოვან აქტივობებს გეგმავენ. სხვადასხვა ტიპის ღვინის დარბაზებში, რომლებსაც გაზაფხულიდან ღია ტერასაც დაემატება, მოეწყობა დეგუსტაციები, საინტერესო დისკუსიები, სადაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული დასახელების ღვინოების შეფასება და ცალკეული პროდუქტების კრიტიკა. დამეთანხმებით, ქართველი მეღვინეები ამგვარი ღონისძიებებით არ არიან განებივრებულნი და ცხადია, ასეთი ცოცხალი შეხვედრები წაახალისებს მათს საქმიანობას.

ღვინის ექსპერტი, ქეთი ჯურხაძე, რომელიც Vinotel-ის ღვინის მთავარი კონსულტანტია, გვიზიარებს სამომავლო გეგმებს. ერთ-ერთი იდეა ითვალისწინებს სასტუმროს უნიკალური ღვინის  ბანკის შექმნას, სადაც  დღესდღეობით უკვე არსებულ საკმაოდ მდიდარ ენოთეკას დაემატება ახალი იშვიათი დასახელებები. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული