Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Torres–ის გაყიდვები გაიზარდა


კატალონიური გიგანტის, ღვინის მწარმოებელი კომპანია Torres –ს საქონელბრუნვამ გასულ წელს 205 მილიონი ევრო შეადგინა. ეს 2009 წლის მონაცემებთან შედარებით 11,5%-ით მეტია. კომპანიის ამგვარი წინსვლა საექსპორტო ბაზრის განვითარებას უკავშირდება. ამჟამად ექსპორტზე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 72% გადის. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება და 75%-ს მიაღწევს. უცხოური ბაზრებით ასეთი დაინტერესება მართლაც შთამბეჭდავია - ჯერ კიდევ ათი წლის წინ კომპანიისთვის ადგილობრივი ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო.
კატალონიური Torres–ის პროდუქციის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან: მექსიკა, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. მათი ღვინის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც ხორციელდება, მაგალითად, მარტო ჩინეთში 16,6 მილიონი ევროს ღირებულების კატალონიური ღვინო შეიტანეს. 2010 წლის გაიყიდვების მიხედვით ლიდერობს თეთრი Viña Esmeralda,  ასევე ბრენდი Torres 10. კომპანიის ყველაზე პოპულარულ სახეობათა შორის ასევე აღსანიშნავია თეთრი Viña Sol და წითელი Sangre de Toro.
კომპანია Torres-ის ვენახები დაახლოებით 200 ათას ჰექტარზეა გაშენებული, ესპანეთის გარდა ის მამულებს ჩილესა და კალიფორნიაშიც ფლობს. კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 140 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.  
© ღვინის კლუბი/Weekend



მოგესალმებით, ხომ არ იცით, თბილისში სადმე Viña Sol–ი იყიდება? ან საერთოდ უცხოური (არასაკოლექციო) ღვინო სად იყიდება? გმადლობთ,

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული